ძველი საბერძნეთის და რომის სექსუალური ტრადიციები

896
SHARE

ბერძნულ-რომაული პერიოდი სექსუალური კუთხით ძალიან მდიდრული იყო. იმ დროს პრაქტიკულად არანაირი აკრძალვა არ არსებობდა. და რა სქესის იყავი – მნიშვნელობა არ ჰქონდა. „რა საჭიროა დანაშაულის გრძნობა?“ – მიიჩნევდნენ ბერძნები. ასე ჩანს ისტორიიდან.
არატრადიციული გმირები ქალაქ თებეს მოსახლეობას არატრადიციულ კავშირები სავსებით ნორმალურად მიაჩნდა. ეს პრაქტიკაშიც ჰქონდათ. მათ საკუთარი არმიაც ჰყავდათ, რომელშიც 300 ადამიანი შედიოდა. მათ დიდი პათეტიკით „თებეს წმინდა არმიას“ უწოდებდნენ. სპარტანელებთან ბრძოლების დასასრულს „წმინდანები“ გაანადგურეს. მეფე ფილიპე მაკედონელი კი – ამ არმიიდან ბოლო მებრძოლი, – მისმა ყოფილმა „საყვარელმა“ მოკლა.

ეროტიკული წიგნები

ეროტიკულ წიგნებს იმდროინდელ საბერძნეთში ქალები წერდნენ და შემდგომში სახელგანთქმულებიც ხდებოდნენ. ერთ-ერთი ცნობილი წიგნი „უხამსი კოცნების შესახებ“ ცნობილმა კურტიზანმა ქალმა სამოსიდან – ფილენსისმა დაწერა. ასევე ნიჭიერმა მწერალმა – ელეფანტიდამ – სექსპოზების ნამდვილი სახელმძღვანელო შექმნა. წიგნში ასევე რჩევები და ილუსტრაციებია შესული. გამოცემაში წაიკითხავდით რეკომენდაციებს სექსის ჯგუფური სეანსების ორგანიზების შესახებ. სხვათა შორის, მწერლის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს, იმპერატორ ტიბერიუსს ახალგაზრდების სექსუალური აქტის ცოცხლად ყურება უყვარდა.

საბერძნეთში არანორმალური პოპულარობით ქალების უკანალი სარგებლობდა. „კალიგიანი“ – „ლამაზი უკანალის მქონე“ ქალს ნიშნავდა. ასეთი ქალის დანახვისას ბერძნების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. სწორედ ამან განაპირობა შემდგომში საკმაოდ „ფუმფულა“ ფორმების მქონე ქალღმერთების ქანდაკებების შექმნა. პროვინცია სირაკუზას ტაძარში აფროდიტეს ქანდაკება დგას, რომელიც საკუთარ უკანალს უყურებს.

აფროდიზიაკები

სტიმულატორები, რომლებმაც აფროდიტეს საპატივცემულოდ აფროდიზიაკების სახელწოდება მიიღეს – დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. კერძოდ, ეს იყო ბროწეულის ღვინო და ოპიუმი. ენთუზიასტები კი საკუთარ სასქესო ორგანოზე შხამიანი მცენარისგან დამზადებულ ლოსიონს ისვამდნენ, რომელსაც „სასიკვდილო სტაფილო“ ეწოდებოდა. მას ხარის სიკვდილის გამოწვევა შეეძლო. გარდა ამისა, იყენებდნენ ნაზავს, რომელშიც სხვა ინგრედიენტებთან ერთად, თაფლი და მწარე წიწაკა შედიოდა.

ქალი-პუმები

ასე უწოდებდნენ ქალებს, რომლებიც მამაკაცებზე ასაკით უფროსები იყვნენ. ყველაზე ცნობილი შემთხვევა: 50 წლის სერვილიას თავად კეისარი აფასებდა, რომელიც მაშინ 35 წლის იყო. ისინი ერთმანეთს 20 წლის მანძილზე ხვდებოდნენ. სხვათა შორის, მარკ ბრუტი, რომელმაც მოკლა კეისარი, სწორედ სერვილიას ვაჟი იყო.

სექსუალური სათამაშოები

უძველეს სამყაროში საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ ტყავის ფალოიმიტატორებს. ქალები ვახშმის დროს მამაკაცებს თამაშებით ხშირად ართობდნენ.

ღალატი

თავდაპირველად ათენში და რომში ღალატისთვის სიკვდილით სჯიდნენ. იყო ასევე სხვა ვარიანტი. მოტყუებულ ქმარს კანონიერი უფლება ჰქონდა, საჯარო სოდომია აეძულებინა მისთვის, ვისთანაც ცოლმა უღალატა. ხშირად ამ პროცედურას სიმბოლურად ბოლოკის გამოყენებით ატარებდნენ.

განქორწინებები

განქორწინებისას მზითვები ცოლს მიჰქონდა. ბავშვები მამაკაცთან რჩებოდნენ. ასე იყო მიღებული. თავიდან განქორწინება შესაძლოა, მომხდარიყო უშვილობის ნიადაგზე, თუმცა შემდეგ დაამატეს კანონები, რომელთა თანახმად, განქორწინება იმ შემთხვევაშიც ხდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ღვინოს ზედმეტად ეძალებოდა, ანდა, რომელიმე მეუღლე მეორე ნახევარს ღალატობდა, ან ცოლის მიერ სახლის გასაღების ასლის დამზადების შემდეგ.

FB კომენტარები

კომენტარი