ძაღლი, რომელიც საჭმელს ფოთლით ყიდულობს (ფოტოკოლაჟი)

110
SHARE

ხე რომ ფულს არ ისხამს, ყველასთვის ცნობილია, თუმცა კოლუმბიაში მცხოვრები ძაღლი, ნეგრო ასე არ ფიქრობს. საინტერესო ამბით Bored Panda დაინტერესდა.
ძაღლი ტექნიკურ ინსტიტუტთან დიდ დროს ატარებდა და ყოველდღე ხედავდა, როგორ მიდიოდნენ დახლთან მოსწავლეები, გამყიდველს ფულს აძლევდნენ, ის კი, სანაცვლოდ, მათ საჭმელს აძლევდა.
ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ძაღლმა გადაწყვიტა, რომ ნამცხვრის შეძენა მასაც შეეძლო; ეზოში ფოთოლი ნახა და ამ უცნაური „კუპიურით“ სცადა „ვაჭრობა“.
გარიგება შედგა, გამყიდველმა ნაცხვარი ფოთლის სანაცვლოდ მიჰყიდა. ობიექტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ნეგრო იყოს ერთადერთი, ვისთვისაც დასაშვებია „ახალი ფულის“ მათ დახლთან გამოყენება და მას ყოველდღე „მიჰყიდიან“ საჭმელს.

წყარო:https://imedinews.ge

Comments

comments