ძაღლის 10 ჯიში, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

763
SHARE

ყველა შინაურ ბინადარს მოაქვს პატრონისთვის სითბო, სიყვარული და სიხარული, თუმცა არის ძაღლის რამდენიმე ჯიში, რომლებიც დეპრესიული ადამიანების საუკეთესო მკურნალები არიან. მათი წყალობით, ძაღლის პატრონები დიდ დროს უთმობენ სეირნობას, შინაურ ბინადართან ურთიერთობას. ისინი სასაცილო ქცევებით ახალისებენ მათ და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები არიან.

სპეციალისტები რეკომენაციას უწევენ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ოჯახში შემოაქვთ სასიამოვნო განწყობა და დეპრესიაში ყოფნის საშუალებას არ მოგცემენ.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

იშვიათი შემთხვევაა, ამ ჯიშის ძაღლი ცუდ განწყობაზე იყოს. ის მოსიყვარულე, ლოიალური და ერთგული ცხოველია. ძალიან უყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და უზომოდ ერთგულია ოჯახის წევრების მიმართ.

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

ეს უზარმაზარი ფუმფულა ჯიში, საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ნიუფანუნდლენდი დაბადებულია წყლის მაშველად, ყოველთვის ეხმარება ადამიანებს, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ეს ჯიში თავისი სასაცილო საქციელით ახალისებს ოჯახის წევრებს. ის არასოდეს მისცემს პატრონს ნეგატიურ განწყობაზე ყოფნის საშუალებას. ოქროსფერი რეტრივერი ყოველთვის ცდილობს, ადამიანების ყურადღება მიიქციოს.

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

Zooclub

ჩარლზ სპანიელი უბედნიერესია, როცა პატრონის გვერდითაა. მათ მოსწონთ მყუდროება და ყოველთვის ცდილობენ, პატრონის გულის მოგებას.

ბოქსიორი

Zooclub

შეეცადეთ მისი თანდასწრებით იყოთ მელანქოლიურ განწყობაზე, ის ნამდვილად არ მოგცემთ ამის საშუალებას. ბოქსიორი ბუნებით მხიარული ძაღლია, მას ძალიან მოსწონს სპორტული თამაშები (მაგალითად: ბურთით თამაში, ჯოხის გადაგდება და ა.შ.). ის პატრონის საუკეთესო მეგობარია.

მოპსი

Zooclub

მისი კუდითა და დიდი თვალიებით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ მოპსი მხიარული ხასიათის ძაღლია. ეს სულელი ცხოველი ცოცხლობს იმისთვის, რომ პატრონი გააბედნიეროს. უწილადოს მას სიყვარული და ყურადღება.

ჩიხუახუა

Zooclub

ვერ იტანთ მარტო მგზავრობას, მაღაზიაში სიარულს და ა.შ. ? ეს პატარა ზომის ბინადარი საუკეთესო კომპანიონია. ის ყოველთვის  ყველა სიტუაციაში თავდაჭერით იქცევა და გვერდიდან არ მოგშორდებათ. ჩიხუახუა ბედნიერია მაშინ, როცა პატრონის გვერდითაა.

გერმანული დოგი

Zooclub

გერმანული დოგი. ეს უზარმაზარი ძაღლი პატარა ბავშვივით  ითხოვს პატრონის ყურადღებასა და მზრუნველობას. ის ერთ-ერთი უსაყვარლესი ძაღლის ჯიშია, რომელიც პატრონს დეპრესიაში ყოფნის საშუალებას არ მისცემს.

ფრანგული ბულდოგი

Zooclub

სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ ჯიშის ძაღლი დიდი პროპულარობით სარგებლობს. მისი დიდი თვალები, მიჭყლეტილი ცხვირი და გაბერილი დრუნჩები, ყოველთვის გამოხატავს სიხარულსა და დადებით განწყობას, ასე რომ, პატრონს მოდუნების საშუალებას არასოდეს მისცემს.

გადარჩენილი მეტისი

Zooclub

გადარჩენილი მეტისი, ანუ შერეული ჯიშის ძაღლი ამ სიაში განსაკუთრებულ ადგილს სამართლიანად იკავებს. ძირითადად, ეს ძაღლები იზრდებიან ქუჩაში ან თავშესაფარში. მათ არ იციან მზრუნველობა, სიყვარული, თუმცა, ძალიან სურთ, ვინმეს უწილადონ თავიანთი სითბო. თუ მეტისს აიყვანთ, სამუდამოდ მადლობელი იქნება თქვენი და თქვენს გვერდით გაატარებს თავის დარჩენილ სიცოცხლეს. ეს ძაღლი ყოველთვის შეგიქმნით განწყობას და გვერდიდან არ მოგშორდებათ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.

წყარო:http://www.zooclub.ge

FB კომენტარები

კომენტარი