„ძალიან გაღიზიანებული ვარ“ – რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვასილ მახარაძის დედა

357
SHARE

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის, ვასილ მახარაძის დედის განცხადებით, მას მომხდარზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მედიასთან არ სურს.

სპოერტსმენის ოჯახის წევრს „კურიერის“ ჟურნალისტი ესაუბეა:

„ყველაფერი გაცხადებულია და მე ნუ მალაპარაკებთ, ძალიან გაღიზიანებული ვარ, ვერაფერს გეტყვით და ნუღარ დამირეკავთ“, – განაცხადა დაკავებული მორაგბის დედამ.

სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში დღეს, დილით 17 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაქრა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.

FB კომენტარები

კომენტარი