„ძალიან აღელვებული ვარ…“ – ირინა შეიკი L’Oréal Paris – ის სახე გახდა (ფოტოკოლაჟი)

435
SHARE

მსოფლიოში აღიარებული პარმიუმერული ბრენდის L’Oréal Paris-ის ოფიციალური სახე, სუპერმოდელი ირინა შეიკი გახდა. 29 წლის რუსი წარმოშობის მოდელმა ინფორმაცია, სოციალური ქსელში გაავრცელა. “ძალიან აღელვებული ვარ, ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო რომ ლორეალის გუნდს ვუერთ12179706_1064267166940117_2116886190_nდები და მსოფლიოში ლორეალ პარიზის ახალი წარმომადგენელი ვარ.
ცხოვრებაში არის მომენტები რომლებსაც ვერასდროს დაივიწყებ, მომენტები როდესაც ოცნებები გიხდება. ჩემთვის ოცნების ახდენაა ისეთი აიქონების გვერდით დგომა როგორებიც არიან ჯულიან მური, ევა ლონგორია.
დიდი მადლობა ლორეალის გუნდს, მადლობა Ali Kavoussi (ირინას აგენტი) რადგან შენ ყოველთვის გჯეროდა ჩემი და პირველი დღიდან იბრძოდი ჩემი წარმატებისთვის. ახლა კი დაიწყოს ახალი კარგი ხანა, სელფების დროა! სიყვარულით ირინა”, – წერს INSTAGRAM -სა და FACEBOOK-ზე ირინა შეიკი. კომპანია „ლორეალი“1909 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი – წარმოშობით ფრანგი ეჟენ შუელლერი (Eugene Schueller) 1881 წელს კონდიტერის ოჯახში დაიბადა.
კოლეჯში სწავლის დროს იგი გატაცებული იყო ქიმიით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ეჟენი სწავლას აგრძელებს სორბონის უნივერსიტეტში, რომელსაც ამთავრებს 1903 წელს ინჟინერ–ქიმიკოსის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შუელლერი იწყებს გამოკვლევებს თმის საღებავების მიმართულებით. იმ პერიოდში პარიკმახერები თმის შესაღებად იყენებდნენ ხნას და ბასმას. თავისი მეუღლის გადმოცემით, მან იცოდა, რომ ეს პრეპარატები სათანადოდ ეფექტური არ იყო.12181951_1064267163606784_1552429439_n
1907 წელს ეჟენ შუელლერმა თმის საღებავებისთვის ორ ფორმულა: Noir et Or და L’Auréale (შავი და ოქროსფერი) დააპატენტა. სწორედ აქედან მოდის კომპანიის დღევანდელი სახელწოდება – ლორეალი (L’Oreal). დასახელება შედგება ორი ფრანგული სიტყვისგან : l’or, რომელიც ნიშნავს ოქროს და l’aureole – შარავანდედს.
1909 წელს საკუთარ ორ ოთახიან ბინაში ეჟენი ქმნის ფრანგულ, თმის უსაფრთხო საღებავების კომპანიას “La Société Française des Teintures Inoffensives”, რომელიც 1939 წელს ღებულობს სახელს – კომპანია ლორეალი (L’Oreal).
გამომდინარე იქიდან, რომ გასული საუკუნის დასაწყისში თმას ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იღებავდნენ, ლორეალმა სარეკლამო კომპანიაის აქცენტი ჭაღარა თმების შეღებვაზე გააკეთა, რომელიც მანდილოსნებს ახა12200556_1064267176940116_1046910980_nლგაზრდობის ელფერს აძლევდა. ამასთან, რეკლამირდებოდა საღებავის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა მისი საშუალებით თმის ძირების გამაგრება და კვება. პროდუქტის რევოლუციური სიახლის გამო, შუელლერმა საქმიანი ურთიერთობები მალე პარიზის პარიკმახერებთან დაამყარა.
კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იხსნება მისი ახალი წარმომადგენლობა იტალიაში. 1914 წელს კი ეჟენის ფირმის სავაჭრო აგენტები მუშაობენ მთელს ევროპაში. 1928 წელს გაყიდვაში გამოდის მისი შექმნილი პირველი სწრაფად მოქმედი თმის საღებავი – Imedia (მანამდე თმის შეღებვას სჭირდებოდა 3 საათი), რომელმაც გადატრიალება მოახდინა თმის საღებავების ინდუსტრიაში.
1935 წელს თავისივე ნავით სეირნობისას, ეჟენმა საკუთარ თავზე გამოსცადა მზის სხივებისგან კანის დამწვრობა. მაშინდელ ბაზარზე წარმოდგენილი დამცავი საშუალებები არ იყო ეფექტური. ამიტომ დაიწყო კანის დამცავ საშუალებებზე მუშაობა და შედეგად გამოვიდა „ლორეალის“ სახის კანის დამცავი – Ambre Solaire.
1955 წელს იქმნება „ლორეალის“ პირველი ფე12188556_1064267160273451_2016750499_nრის მიმცემი ლორეალის შამპუნი – Colorelle.
დღეისათვის კომპანია „ლორეალი“ კოსმეტიკურ ბაზარზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L’Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა – L’Oreal Paris, Garnier, Maybelline, L’Oréal Professionnel, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.

FB კომენტარები

კომენტარი