ცხელი შოკოლადი ჟოლოთი

49
SHARE

ინგრედიენტები: შავი შოკოლადი – 170 გრ, რძე – 1 ჭიქა, ნაღები – 2 ჭიქა, შაქარი – 2 ს/კ, მარილი – 1 მწიკვი, კარაქი – 1 ს/კ, ათქვეფილი ნაღები – გემოვნებით, ჟოლო – გემოვნებით.

მომზადების წესი: შოკოლადის ფილა დავამტვრიოთ. ქვაბში რძე, ნაღები, შაქარი და მარილი შევურიოთ და ადუღებამდე მივიყანოთ. შემდეგ შოკოლადი და კარაქი დავუმატოთ. დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ მანამ, სანამ შოკოლადი არ დადნება და ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. თან მუდმივად კოვზით ვურიოთ. ცხელი შოკოლადი ჭიქაში ჩავასხათ. ბოლოს ჟოლოთი და ნაღებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი