„ცულით აპირებდნენ დაჩეხვას, მაგრამ არ დავანებე” – კიდევ ერთი ნაწამები ლეკვი

280
SHARE

“ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი” სოციალურ ქსელში უმოწყალოდ ნაცემი ლეკვის ფოტოებს ავრცელებს. თვითმხილველის თქმით, ოთხფეხა შინაურ ცხოველს ცულით უპირებდნენ აჩეხვას. ახლა ლეკვს საფრთხე აღარ ემუქრება. ძაღლი თვითმხილველმა აგარაკზე აიყვანა, მაგრამ იმდენად არის სტრესულ მდგომარეობაში, რომ ჭამაც არ შეუძლია. დროებითი პატრონი დახმარებას ითხოვს, რადგან ფეხმოტეხილი ძაღლის მოსავლელი სახსრები არ გააჩნია. „ლეკვი დაუნდობლად არის ნაცემი ჯოხებით. ცულით აპირებდნენ დაჩეხვას, მაგრამ მე მივვარდი და არ დავანებე. აგარაკზე მყავს შეფარებული, არ მიკარებს, ისეთი დასტრესილია და ალბათ ფოტოებზეც ატყობთ. ძველ ფარდულში შეძვრა და არ გამოდის. დღეს საექიმო ძეხვის ნაჭრით ვცადე მისი მოლბობა, მაგრამ ისეთი ნაწამებია, მიღრენს და კივილს იწყებს. სამწუხაროდ, სულ ცოტა, ერთი უკანა ფეხი დალეწილი აქვს. არც მანქანა მყავს და მიჭირს სხვა ცხოველების ერთ დღეზე მეტხანს მარტო დატოვება. დამეხმარეთ, წამების კიდევ ერთი მსხვერპლი გადავარჩინო”, – სტატუსს ავრცელებს “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“

FB კომენტარები

კომენტარი