ცუკერბერგმა ფეისბუქში ცენზურის ბრალდებების გამოძიება დაიწყო

64
SHARE

კომპანია „ფეისბუქმა“ მომხმარებელთა ლენტისთვის ახალი ამბების შერჩევისას ცენზურის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

მანამდე აშშ-ის კონსერვატიულმა და მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ცენზურა მათ წინააღმდეგ მოქმედებს. რამდენიმე დღის წინ პორტალმა Gizmodo-მ განაცხადა, რომ ფეისბუქის ქვედანაყოფი – Trending Topics-ი, რომელიც ფეისბუქში ტრენდებზეა პასუხისმგებელი, რეგულარულად იმ ახალ ამბებს მალავდა, რომლებშიც კონსერვატიული შეხედულებები იყო წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ქვედანაყოფი Trending Topics-ი სოციალურ ქსელში პოპულარულ დისკუსიებს ადევნებს თვალს და მომხმარებელს ყველაზე განხილვადი ახალი ამბების სიაში უჩვენებს. პორტალ Gizmodo-ს მონაცემებით, ინფორმაცია აშშ-ში კონსერვატიული აქტივისტების ყრილობების და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების საქმიანობის შესახებ ფეისბუქის ტრენდინგის განყოფილებაში არ ჩნდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტის მოხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მის კომპანიას მსგავსი პრაქტიკის დამამტკიცებელი საბუთები არ აღმოუჩენია. თუმცა კომპანია სრულფასოვან გამოძიებას ატარებს, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ ფეისბუქის გუნდი საკუთარი პრინციპების ერთგული იყო.

13181127_1187690047937898_1096948212_n

FB კომენტარები

კომენტარი