ცრემლები და ორიგინალური ხელის თხოვნა თბილისის ზოოპარკში (ვიდეო)

132
SHARE

სრულიად გადასარევი რამ მოხდა გუშინ ლემურების ვოლიერში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.

“სრულიად გადასარევი რამ მოხდა გუშინ ლემურების ვოლიერში. გირჩევთ, ბოლომდე უყუროთ ვიდეოს. განსაკუთრებით, თუ მელოდრამების მოყვარული და რომანტიკულ ფინალებზე სიხარულის ცრემლების მაღვარღვარებელი ადამიანი ბრძანდებით.

ანის ცხოველები უყვარს და ლაშამ ლემურების გამოკვების პროგრამაზე დაპატიჟა ზოოპარკში. ლემურების გამოძღობით გართული ანი სულაც არ ელოდა, რომ ზურგსუკან დაჩოქილი და ბეჭედმომარჯვებული ლაშა დახვდებოდა და ხელს სთხოვდა.

მერე იყო მოულოდნელობა, ცრემლები და აპლოდისმენტები.

ლემურებმა რაო? საერთოდ ვერ გაიგეს ვინ, ვის, რა და რატომ სთხოვა, მაგრამ მოიწონეს საყოველთაო აღტაცება, ვინაიდან ჩათვალეს, რომ თავად იყვნენ ამ ჟრიამულის მიზეზი.

მსოფლიოს ზოოპარკები ხშირად ხდება ხელისა და გულის შეთავაზების პოლიგონი. და შეყვარებულების ბედნიერებას ხან ჟირაფები იზიარებენ, ხანაც – სპილოები. ჩვენთან პირველი შემთხვევა იყო. ამიტომ, ლაშას და ანის პატარა, სიმბოლური საჩუქარი გავუკეთეთ. ამიერიდან, ქორწინების ყოველ წლისთავზე შეუძლიათ ლემურებს ესტუმრონ გამოსაკვებად და გაიხსენონ ეს ემოციური დღე.

მერე? მერე იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ივლიან ზოოპარკში და უამბობენ თავის მხიარულ ისტორიას.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი