ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი – რას წერს მაია ასათიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე

341
SHARE

თოქ-შოუ პროფილის წამყვანი მაია ასათიანი, თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს, გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც წამყვანი აღნიშნავს, უმძიმესი ერთი წელი ჰქონდა და დროებით შრომისუუნარო გახდა.
მისივე თქმით, ახლა ძალებს იკრებს, რათა საქმეს დაუბრუნდეს.
“უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო… ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!”, – წერეს მაია ასათიანი.

Comments

comments