“ცოლ-ქმარს სექსი მხოლოდ დადგენილ დღეებსა და საათებში აქვს” – გერმანული ეტიკეტი და უცნაური ტრადიციები

498
SHARE

გერმანელები მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალურ ხალხად არიან მიჩნეულები.
ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანონის და წესრიგის დაცვას, საქმის გარეგნულ მხარეს, წვრილმანებს, განუხრელად იცავენ ფორმალურ წესებს და ამასვე მოითხოვენ სხვებისაგან.

ეს მოწესრიგებულობა მათ ყოველდღიურობაში, ადათ-წესებსა თუ ტრადიციებშიც თვალნათლივ ჩანს, მაინც როგორია გერმანული ეტიკეტი, ჩვეულებები და ტრადიციები? წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან უცხო და უცნაურია.

  • გერმანელები დილის 7 საათზე იღვიძებენ, ბავშვებს საღამოს 8 საათზე აძინებენ. თავადაც ადრე წვებიან. ისინი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ერ­თმა­ნე­თის პი­რად სივ­რცეს და არა­ვის ურე­კა­ვენ ცხრა სა­ა­თის შემ­დეგ, ახ­ლობ­ლებ­საც კი, რათა მათი სიმ­ყუდ­რო­ვე არ და­არ­ღვი­ონ. ეს მათთვის ძალიან ცუდ ჟესტად ითვლება.
  • გერმანელები კანონმორჩილი ხალხია, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი, მათთან მიღებულია ადამიანების “ჩაშვება”, თუკი ისინი შენიშნავენ, რომ ვინმე წესრიგს არღვევს, ქუჩას ანაგვიანებს, ან აკრძალულ ადგილზე სიგარეტს ეწევა, აუცილებლად დაურეკავენ პოლიციას.
  • რაც შეეხება ავტომობილით მოძრაობას, ისინი მაშინაც კი აჩერებენ ავტომანქანას, როდესაც ქუჩა ცარიელია და თუნდაც 10 წუთი მოუწიოთ “წითელზე” დგომა, ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიან.
  • სტუმრად მშობლებთანაც კი არ წავლენ, შეუთანხმებლად და თუკი საკუთარ დედასთან შვილიშვილის დატოვება მოუხდათ, მიღებულია, მათ “დახარჯული დრო” ფულით აუნაზღაურონ. სტუმრად ხელცარიელები არ მიდიან – ბევრ მათგანს აქვს კონკრეტული დღე და საათი, როდესაც ახლობლებს სახლში სტუმრობენ. ყიდულობენ ბოთლ ღვინოს ან ყვავილებს, ან პატარა ტორტს და ზუსტად იციან, რამდენი ხანი შეიძლება დაჰყონ მასპინძელთან.
  • ბავშვებს თავიდანვე აჩვევენ დამოუკიდებლობას და 15 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდებს უკვე შეუძლიათ საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ და თავიანთი შემოსავლით იცხოვრონ.
  • როდესაც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან, გერმანელი მოხუცები ხშირად გადადიან ხანდაზმულთა სახლებში და არასოდეს სთხოვენ შვილებს სიბერეში მათ მოუარონ.
  • ხანდაზმული გერმანელები ხშირად ძალიან ბევრს მოგზაურობენ – შეიძლება ითქვას, რომ ისინი მთელი ცხოვრება მუშაობენ, რათა სიბერეში მიღებული პენსიით უზრუნველად იცხოვრონ და მსოფლიოს გარშემო იმოგზაურონ.
  • გერ­მა­ნე­ლე­ბი ყველაზე მწარე სიმართლესაც კი პირდაპირ გე­უბ­ნე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, თუკი მათ თქვენი მომზადებული კერძი არ მოეწონათ, აუცილებლად გაგაკრიტიკებენ – მათ სჯერათ, რომ კრი­ტი­კა ადა­მი­ა­ნებს სრულ­ყო­ფილს ქმნის.
  • ამბობენ, რომ გერმანელი ქალები ევროპაში იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის არიან, რომელთა დათანხმებაც შვილის გაჩენაზე მამაკაცებს ყველაზე მეტად უჭირთ, თუმცა თუკი მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, უპირველესად აუცილებლად შეიცვლიან საცხოვრებელ სახლს და უამრავ დროს და ენერგიას დაუთმობენ საბავშვო ოთახის მოწყობას.
  • გერმანელი დედები შვილის აღზრდას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, გერმანიაში არის ქალაქები, სადაც დღემდე არსებობს ოჯახური ტრადიცია, რომლის თანახმადაც ცოლ-ქმარს სექსი მხოლოდ დადგენილ დღეებსა და საათებში აქვს.

FB კომენტარები

კომენტარი