ცოლმა ქმარი ტელეფონის პაროლის გამო ბენზინით დაწვა (ფოტო)

178
SHARE

ინდონეზიელი 26 წლის დედი პურნამასთვის ოჯახური კონფლიქტი ფატალურად დასრულდა, მისი 25 წლის ცოლისთვის კი – პატიმრობით.
მეუღლეებმა მაშინ იკამათეს, როცა ქმარი სახლის სახურავს არემონტებდა. ქალი ცდილობდა ქმრისგან მისი ტელეფონის პაროლი გაეგო, თუმცა თხოვნაზე უარი უთხრა. სკანდალის დროს, დედი ქვემოთ ჩავიდა და ცოლს დაარტყა.
რის შემდეგახ ცოლმა, ილხამ კახიანიმ ბენზინით სავსე კანისტრა მოიმარჯვა, ქმარს სითხე გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა. მომხდარის შესახებ Daily Mail იუწყება.
თვითმხილველის თქმით, იმ მომენტში ის მსხვერპლთან მივარდა და ცეცხლის ჩაქრობას შეეცადა, თუმცა მამაკაცი უკვე საკმაოდ დამწვარი იყო. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დედი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. სამწუხაროდ, მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მისი ცოლი უკვე დაკავებულია, ადგილობრივი პოლიცია მომხდარს იძიებს.

FB კომენტარები

კომენტარი