ცნობისმოყარე კატა ინტერვიუს დროს უფლებადამცველს კადრში შეუხტა (ვიდეო)

64
SHARE

​ცნობისმოყვარე კატამ Channel 4-ის პირდაპირი ეთერის ოკუპირება მოახდინა. ემიგრანტების უფლებების დამცველი, ხულისა არსე არხის პირდაპირ ეთერში საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა დონალდ ტრამპის გეგმების შესახებ, მაგრამ სანამ რაიმეს თქმას შეძლებდა, კადრში მისი ფუმფულა მეგობარი გამოჩნდა.
უფლებადამცველი სულაც არ დაბნეულა და ოთხფეხა მეგობარი მაშინვე მაგიდიდან ჩამოიყვანა, რის მერეც წამყვანის კითხვებს უპასუხა. თუმცა, სოც.ქსელების მომხმარებლებისთვის მისი ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ამონარიდი სწორედ ის გახდა, სადაც კატა ფიგურირებდა. მომხდარზე თავად არსემაც იცინა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვებ-კამერით გამართულ ინტერვიუს მოულოდენლი სტუმარი წყვეტს. ცოტა ხნის წინ სოც.ქსელების ვარსკვლავი გახდა პროფესორი რობერტ კელი, რომლის კაბინეტშიც მისი მცირეწლოვანი შვილები შემოვიდნენ.

 

FB კომენტარები

კომენტარი