ცნობილმა შეფ-მზარეულმა და ტელეწამყვანმა თავი მოიკლა

205
SHARE

ტელეარხმა CNN-მა დიდი მწუხარებით გამოაცხადა ცნობილი მწერლის, მზარეულის და წამყვანის ენტონი ბურდენის გარდაცვალების შესახებ. 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად, სუიციდი სახელდება. „დიდი მწუხარებით ვადასტურებთ ინფორმაციას ჩვენი მეგობრის და კოლეგის ენტონი ბურდენის დაღუპვის შესახებ“ – ნათქვამია ტელეარხის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ასევე ნათქვამია, რომ ის იყო უნიკალური მთხრობელი, უყვარდა თავგადასავლები, ახალი ადამიანების გაცნობა, მშვენიერი საჭმელი და სასმელი.
„მისი ტალანტებით აღფრთოვანებულები ვართ, ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მის ქალიშვილთან და ოჯახთან არის, ამ ურთულეს პერიოდში“- ნათქვამია განცხადებაში.
ენტონი ბურდენი საფრანგეთში იმყოფებოდა და მორიგ სატელევიზიო გადაცემას ამზადებდა. რაღაც მომენტში მისმა ახლო მეგობარმა, ფრანგმა შეფ-მზარეულმა ერიკ რიპერმა სასტუმროს ნომერში მყოფ ბურდენთან დაკავშირება ვერ შეძლო. გადამოწმების შემდეგ, მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

ბურდენი რამდენიმე ცნობილი რესტორნის შეფ-მზარებული იყო. ის ცნობილია თავისი წიგნით „საჭმელის შესახებ: მკაცრად კონფედენციალურია“. შემდგომში მან ასევე თავი გაითქვა როგორც „Anthony Bourdain: No Reservations“-ის და “The Layover“-ის წამყვანმა არხზე “Travel Channel“. თავისი გადაცემების და წიგნების მეშვეობით ის ადამიანებს ეხმარებოდა საჭმელზე, მოგზაურობაზე და საკუთარ თავზე განსხვავებული კუთხით ეფიქრათ.

FB კომენტარები

კომენტარი