ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა

1114
SHARE

ამბობენ, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. ისევე როგორც ჰოლივუდში, ასაკობრივ სხვაობას ქართველი ცნობილი ადამიანებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და აღსანიშნავია, რომ უმეტესობას სტაბილური და მყარი ოჯახი აქვს. თუმცა გამონაკლისებიც არის.

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე თამარ ყუბანეიშვილი ქმარზე 20 წლით უმცროსია. თუმცა ამას მათი დაქორწინებისთვის ხელი არ შეუძლია. სანამ დაქორწინდებოდნენ სოზარ სუბარმა მისი ოჯახის წევრები მომავალ მეუღლეს გააცნო. წყვილს სამი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვთ.

 გიორგი მღებრიშვილი მის მეუღლეზე 15 წლით უფროსია. გიორგი მღებრიშვილმა და ნინო გედევანიშვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. ის მინისტრის მეგობრის, მეუღლის დეიდაშვილია. მაშინ მინისტრი ფოთში მუშაობდა, ამიტომ წყვილი ერთმანეთს მხოლოდ შაბათ-კვირას ხვდებოდა. დაოჯახება გაცნობიდან ორ თვეში გადაწყვიტეს. როგორც ნინო გედევანიშვილი აღნიშნავს, 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობა მათ თანაცხოვრებას ხელს არ უშლის, რადგან მინისტრი მზრუნველი, მხიარული და ყურადღებიანია.

ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას წყვილი პირველი იყო, რომელიც ასაკობრივმა სხვაობამ არ შეაშინა და იქორწინეს. მათ ერთმანეთი ნინი ქარსელაძის და “ქუჩის ბიჭების” სიმღერის ჩაწერაზე გაიცნეს. ქალების გულთამპყრობელის გული ხათუნა ჟორდანიამ მოიგო და ოთხი წლის შემდეგ იქორწინეს. ზურა ხათუნაზე რამდენიმე წლით პატარაა და მათ ქორწინებას დიდი ხმაური მოჰყვა. მათმა ოჯახმა წლებს გაუძლო, წყვილს 7 წლის ქალიშვილი ანასტასია ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვთ.

დავით საგანელიძე და სოფო ფარცხალაძე რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ. მათ შორის 30 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. დაქორწინებისას საგანელიძე 50-ის, ხოლო მისი მომავალი მეუღლე 20 წლის იყო. წყვილმა ერთმანეთი აფთიაქში გაიცნო, სადაც სოფო ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობდა. დავით საგანელიძე აფთიაქში გაციების საწინააღმდეგო წამლის შესაძენად შევიდა, სოფო მას ყურადღებით მოექცა, შემდეგ პოლიტიკოსმა აფთიაქის ნომერი გაიგო, სოფოს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. გაცნობიდან 2 თვეში იქორწინეს და თაფლობის თვე თურქეთში გაატარეს.
როგორც დათო საგანელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ასაკობრივ სხვაობას მის მეუღლესთან ვერ გრძნობს.

მსახიობი ნინო ქორიძე რამდენიმე წლის წინ თორნიკე გოგრიჭიანზე დაქორწინდა. დაქორწინებისას ნინო 37 წლის იყო, თორნიკე 24-ის. ნინოსთვის ეს მესამე ქორწინებაა, წყვილს პატარა ქალიშვილი ჰყავთ და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

19 წლით უმცროს გოგონაზე იქორწინა მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა. მისი მეუღლე თამუნა ტაბატაძეა. თამუნა მოცეკვავეა, წყვილმა ერთმანეთი ირინა ონაშვილის დახმარებით გაიცნო, რომელიც მათი მეგობარია. თამუნას და გიას შვილიც ჰყავთ და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

თამუნა ამონაშვილის და რეზიკო არჩვაძის ქორწინებამ წლების წინ, მთელი საქართველო აალაპარაკა. მათ ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს. რეზიკო რეჟისორია, თამუნა მომღერალი და იქორწინეს. შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში წავიდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ოჯახი დაინგრა. დაშორების მიზეზებზე არცერთი მათგანი არ საუბრობს. თამუნა ამბობს, რომ რეზიკოსთან ასაკობრივი სხვაობა არასდროს უგრძვნია, თუმცა უკვირს, როგორ გაჰყვა მას ცოლად.

ლიზა ბაგრატიონის და გიორგი ცაგარელის ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე ყველასთვის გასაიდუმლოებული იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც გამჟღავნდა. ისინი თავიანთი სიყვარულის ამბავზე არსად არ საუბრობდნენ. გიორგი ცაგარელი ლიზას ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ბაგრატიონი დათო ნოზაძეს დაშორდა. წყვილი დღეს ერთად აღარ ცხოვრობს.

წყარო:https://www.palitravideo.ge

FB კომენტარები

კომენტარი