ცნობილი ქართველები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

162
SHARE

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ არაერთი ცნობილი ქართველი დააკავა და რამდენიმე მათგანი დღემდე პატიმრობაში რჩება.

საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილის დაკავებამ. მისი  ავტომობილის ჩხრეკისას 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ე მუხლის პირველი და მესამე “ა” ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა 10-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა) – პრო­დი­უ­სე­რი

პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2015 წლის 18 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ედე­ბო­და ბრა­ლად. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის დროს ხელ­ბარ­გი­დან და პი­რა­დი სა­ფუ­ლი­დან ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია: 5.591 გრ კო­კა­ი­ნი, 1,15 გრ კა­ნა­ფის ფისი და მდმ ე.წ. “ექ­სტა­ზი” 0,2048 გრ.

მა­მუ­ლაშ­ვილს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და. “მა­მუ­ლი­ჩას” წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სსკ-ის 262-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით).

2015 წლის 9 სექ­ტემ­ბერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას, დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, პა­ტიმ­რო­ბა 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა. ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერს და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ და­ე­ვა­ლა პას­პორ­ტის და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­ბა­რე­ბა, ასე­ვე 10 დღე­ში ერთხელ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი (როს­ტო) – ტე­ლე­წამ­ყვა­ნი; ლაშა კურ­ტა­ნი­ძე – მსა­ხი­ო­ბი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

20 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­სა და ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლათ. ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს – 5 წელი. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ამ დრომ­დე სას­ჯელს იხ­დის ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც რო­გორც ცნო­ბი­ლია შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა, თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი – მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი 2006 წე­ლის 26 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, სა­ნა­პი­რო­ზე და­ა­კა­ვეს. მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სუ­ბუ­ტექ­სის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცია ედე­ბო­და ბრა­ლად. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­თა­რაშ­ვილს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მომ­ღე­რა­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 2008 წლის 27 იან­ვრის პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე.

პა­ტიმ­რო­ბას თა­თა­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს უკავ­ში­რებს. მან გა­სულ წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, თუ რის გამო მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა: “2006 წლის 25 სექ­ტემ­ბერს და­მი­რე­კეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და მი­თხრეს, “პეს­კებ­ზე” მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყუ­რძე­ნი უნდა და­წუ­როს და თქვენ მის გვერ­დით უნდა იდ­გეთ, დი­ლით 11 სა­ათ­ზე მობ­რძან­დი­თო. მე უარი ვუ­თხა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ღვი­ნოს არ დავ­წუ­რავ-მეთ­ქი. ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა 3 სა­ათ­ზე და ოთხის წუ­თებ­ზე უკვე და­მა­კა­ვეს. მა­ნამ­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­გეგ­მი­ლი ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა­ში მე არა­ვინ ჩამ­სვამ­და. შვი­ლიშ­ვი­ლებს ვფი­ცა­ვარ, იმ მო­მენ­ტში ჯი­ბე­ში არა­ფე­რი მდე­ბია”, – ამ­ბობ­და თა­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი (პან­ჩო) – მომ­ღე­რა­ლი

მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, იგი­ვე პან­ჩო 2012 წელს ცი­ხე­ში მოხ­ვდა. ამის მი­ზე­ზი მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა გახ­და. მომ­ღე­რალ­მა სას­ჯე­ლი გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ხა­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, თუმ­ცა მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი მო­ი­ხა­და და ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კახა აბუ­აშ­ვი­ლი (კაბუ) – მომ­ღე­რა­ლი

მსა­ხი­ო­ბი კაბუ, იგი­ვე კახა აბუ­აშ­ვი­ლი 2007 წელს თბი­ლი­სი-სე­ნა­კის ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ აბუ­აშ­ვი­ლი 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა და მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ობს არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უღი­ა­რე­ბია, რომ სხვა­დას­ხვა დროს ნარ­კო­ტიკ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად კაბუ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

გიორგი გიორგანაშვილი – მსახიობი

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლს, იგი­ვე “ბა­ხა­ლას” ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ედე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის 25 იან­ვარს ბა­თუ­მი­დან ტაქ­სით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-14 კი­ლო­მეტრზე გა­ა­ჩე­რეს. მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის “ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის” შემ­ცვე­ლი 45 აბი და 4 აბის ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ქე­ბუ­რია – “ბირ­ჟა მა­ფია”

რე­პე­რე­ბი 2017 წლის 8 ივ­ნისს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პრო­ექტ “ბირ­ჟა მა­ფი­ის” წევ­რებს Young Mic (მიშ­კა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი) და Kay G (გი­ორ­გი ქე­ბუ­რია) გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის MDMA-ს უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და.

თუმ­ცა, თა­ვად პრო­ექტ “ბირ­ჟა მა­ფი­ას” წევ­რე­ბი და მათი ახ­ლობ­ლე­ბი და­კა­ვე­ბას რეპ­რე­ბის სკან­და­ლურ კლიპს უკავ­ში­რებ­დნენ. კლიპ­ში “TSL შავი ზედა” პო­ლი­ცი­ე­ლია გა­შარ­ჟე­ბუ­ლი.

FB კომენტარები

კომენტარი