ცნობილი ფრანგი ასტროლოგის ბერნარდ ფიტცუოლტერის ყველაზე ზუსტი იანვრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

96
SHARE

თხის რქა

როგორც კი ცხოვრებაში სიცარიელე წარმოიშვება, იგი აუცილებლად რაღაცით უნდა შეივსოს.
ამჯერად ეს თავბრუდამხვევი რომანი იქნება. შეიძლება იგი არა სამუდამოდ და მხოლოდ რამდენიმე კვირით გაგრძელდეს, მაგრამ მოგონებებს დიდი ხნით დაგიტოვებთ. თქვენ ძალიან სერიოზულად აღიქვამთ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მშვიდად შეხვდებით მოვლენებს, მით უკეთესი თქვენთვის.

მერწყული

თითქოს მატარებლის ფანჯარასთან ზიხართ და თვალს ადევნებთ, როგორ იცვლება პეიზაჟი ფანჯრის მიღმა. რომელიღაც თქვენს ყურადღებას იქცევს და დაუყოვნებლივ ცდილობთ სადგურზე ჩასვლას, რათა უკეთ დაათვალიეროთ მოწონებული ადგილი. არ გაღელვებთ, რომ დანიშნულების ადგილას ვერ მოხვდებით, იმდენად აღფრთოვა ხართ საკუთარი არჩევანით.

თევზები

თუ გგონიათ, რომ ძველი საქმეები უკვე დაასრულეთ, ძალიან ცდებით. სადაც არ უნდა წახვიდეთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაუსრულებელი საქმეები ყოველთვის შეგახსენებთ თავს. ამიტომ, ისღა დაგრჩენიათ, იბრძოლოთ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

ვერძი

თუ ბრძანება უნდა შეასრულოთ, მაშინ მხოლოდ ის, რაც გულის სიღრმედან მოდის. ხომ იცით, რასაც ელიან თქვენგან და რაც მთავარია, ნაცნობ-უცნობებმა უკვე რჩევებითაც აგავსეს. თავად კი სამოქმედოდ უკვე ახალი გეგმა გაქვთ შემუშავებელი და რაღას უცდით? ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და წინ, გამარჯვებისკენ!

კურო

ემოციებს აყოლილი ხშირად იძლევით დაპირებებს და დარწმუნებულიც ხართ საკუთარ ძალებში. მაგრამ როცა დამშვიდდებით, ხვდებით, რომ საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე გეგონათ. თუმცა, კომპრომისზე წასვლა მაინც მოგიწევთ და ამით კი არ წააგებთ, მოიგებთ.

ტყუპი

ვნებიანი სიყვარული თავგზას აგიბნევთ. იგი შეიძლება ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობას შევადაროთ, სადაც გულით ისწრაფვით, მაგრამ არ იცით რა ხიფათი გელით. საკუთარი სიყვარულის დასაცავად ნებისმიერს შეებრძოლებით. ეცდებით, გაიხანგრძლივოთ ეს გრძნობა და ძვირფასი მოგონებებივით დიდხანს შემოინახავთ.

კირჩხიბი

უმნიშვნელო შეფერხებებსა და უსამოვნებებს (მაგალითად, კარს, რომელიც არ იღება, სანამ წიხლს არ უთავაზებ), ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ასეთივე სიტუაცია შეიძლება პირად ცხოვრებაშიც შეგექმნათ. რაც არ უნდა მოხდეს, გწამდეთ, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება.

ლომი

ზოგჯერ ცოტა ბევრზე ძვირფასია. კულინარი ავიღოთ, რომელსაც მინიმალური პროდუქტებისგან შედევრის შექმნა და საკუთარი ნიჭის წარმოჩენა შეუძლია. ნუ გგონიათ, რომ თქვენი ამდაგვარი მდგომარეობა მუდმივია, ეს დროებითია და მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ქალწული

თუ საქმის დასაწყისში შეცდომას აღმოაჩენთ, მაგრამ `გაატარებთ~ და მის გაგრძელებას შეეცდებით, ვერ დაასრულებთ. ამიტომ, უმჯობესია, შეცდომები თავიდანვე გამოასწოროთ. ყოველთვის, როცა ამ ნაბიჯს გაიხსენებთ, სიამაყით აივსებით, რადგან თქვენ სიძნელეებს არ შეუშინდით და დაძლიეთ ისინი.

სასწორი

ცვლილებები გელით ყველა სფეროში (ოჯახი, სამსახური, ურთიერთობები). ნუ ეცდებით გეგმების შედგენას, კანონზომიერად მოქმედებას. სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ და ეცადეთ, პირველ რიგში საკუთარი თავი არ დააზარალოთ.

მორიელი

თუ ცხოვრება შანს გაძლევთ, უნდა ისარგებლოთ. დატკბით იმით, რაც გაქვთ და ნუ ეცდებით უფრო მეტის მოხვეჭას, თანაც, არაკეთილსინდისიერი გზით. დათანხმდით ყველა იმ შემოთავაზებას, რომელიც არც თქვენ დაგაზარალებთ და არც თქვენს გარშემო მყოფებს.

მშვილდოსანი

ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმამდე ცდილობთ გააკონტროლოთ, გათვალოთ, რა შედეგი მოჰყვება მას. ნამდვილად დასაფასებელია ეს საქციელი თქვენგან, სწორად ვითარდებით. თუმცა, მაინცდამაინც ბევრს ნუ იფიქრებთ, შეიძლება გადაიფიქროთ კიდეც. თანაც, ხომ იცით, ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი ხართ. ასე, რომ ნურაფრის შეგეშინდებათ, წინ, გამარჯვებებისკენ!

წყარო: marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი