ცნობილი ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მსახურობდნენ

83
SHARE

წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ:

ჯოზეფ რათსინგერი
, რომელიც 2005 წელს რომის პაპი ბენდიქტ მეთექვსმეტე გახდა 14 წლის იყო, როდესაც ”ჰიტლერის ახალგაზრდებში” გააწევრიანეს. 1943 წელს მას ვერმახტში წვრთნიდნენ. 1945 წელ ის სახლში დეზერტირდა. როგორც გერმანელი ჯარისკაცი ჯოზეფი ”ომის პატიმრების” ბანაკში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. 1951 წელს რათსინგერი მღვდელი გახდა.

 

ჯეიმს სტიუარტს თავიდან ჯარში გაწვევაზე უარი უთხრეს რადგან ძალიან გამხდარი იყო. თუმცა, მან ვარჯიშების წყალობით სასურველ წონას მიაღწია და 1941 წლის მარტში ამეირკის საჰაერო ძალებში, რიგით ჯარისკაცად ჩაირიცხა. ის იყო პირველი ამერიკელი კინოვარსკვლავი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა.

 

რონალდ რეიგანი ამერიკის არმიაში 1937 წელს ჩაეწერა. რეიგანი 1942 წელს გაიწვიეს, მაგრამ ახლომხედველობის გამო ცხელ წერტილში არ გაუშვეს. საბოლოო ჯამში მან მთელი ომი კალიფორნიაში გაატარა საწვრთნელი ფილმების პროდიუსირებაში.

რიჩარდ ნიქსონი ამერიკის ფლოტს 1942 წელს შეუერთდა. მის მოვალეობაში ტვირთის განკარგვა შედიოდა. ომის მანძილზე მას რეალური ორთაბრძოლა არ უნახავს.

ჯონ კენედი ჯარში არ გაიწვიეს ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თუმცა, მამამისის გავლენების მეშვეობით 1943 წელს ფლოტს შეუერთდა. ამავე წლის აგვისტოში კენედის გემი ღამის პატრულირებისას იაპონურმა გამანადგურებელმა დაბომბა. გადარჩენილი ეკიპაჟი პატარა კუნძულზე მიცურდა. მიუხედავად იმისა, რომ კენედის ზურგი ჰქონდა დაზიანებული, თავისი თანამებრძოლი კუნძულამდე გაიყვანა, რის გამოც მოგვიანებით ღირსების ორდენიც მიიღო.

კლარკ გეიბლი არმიაში 1942 წელს ჩეწერა. მისი მოვალეობა იყო პროპაგანდისტული ფილმების შექმნა, რომლებიც საომარ სულისკვეთებას გააღვიძებდნენ და ჯარში ჩაწერის სურვილს გაუჩენდნენ მოქალაქეებს.

კირკ დუგლასმა 1942 წელს დაიწყო ფლოტზე მსახურობა. მისი პოზიცია იყო კომუნიკაციების ოფიცერი. იაპონურ გამანადგურებელთან შეტაკების დროს დაიჭრა და 1944 წელს სამედიცინო მიზეზების გამო იქნა დათხოვილი სამსახურიდან.

ჰენრი ფონდა ამერიკის ფლოტში 1942 წელს ჩაეწერა. მან სამი წელი იმსახურა გამანადგურებელზე.

ჯორჯ ბუში უფროსი ამერიკის ფლოტს 1941 წელს პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ შეუერთდა.

18 წლის ასაკში ავიატორი გახდა. მონაწილეობა მიიღო ფილიპინების ზღვაზე ბრძოლაში, რა დროსაც მისი თვითმფრინავი დაზიანდა და ზღვაში ჩავარდა, საიდანაც ოთხ საათში გადაარჩინეს. 1944 წელს მან 58 საჰაერო მისიაში მიიღო მონაწილეობა.

ტონი კერტისი ამერიკის ფლოტს აგრეთვე პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ შეუერთდა. მან ომის დასრულებამდე იმსახურა წყალქვეშ ნავის ეკიპაჟში.

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments