ცნობადი სახეების ყველაზე უცნაური და სასაცილო ფობიები

168
SHARE

1. კრისტენ სტიუარტი – ცხენების შიში.

როგორც ცნობილი მსახიობი ამბობს, მას ცხენები ეზიზღება. ამის მიზეზად კი 9 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდნას ასახელებს.

2. ორლანდო ბლუმი – ღორების შიში.

როგორც აღმოჩნდა, მრავალი ქალის საოცნებო მამაკაცს ძალიან ეშინია ღორების. ამ საიდუმლოს ფარდა “Kindgom of heaven”-ის გადასაღებ მოედანზე აეხადა, როდესაც ერთ-ერთმა ღორმა სირბილი დაიწყო და ორლანდო ბლუმმა შიშისგან გადასაღები მოედანი დატოვა.

3. ნიკოლ კიდმანი – პეპლების შიში.

მსგავსი ფობიის მქონე ხალხს ხშირად შეხვდებით და ჰოლივუდის ვარსკვლავიც ერთ-ერთი მათგანია. კიდმანი ავსტალიაში გაიზარდა და ბავშვობიდანვე გაურბოდა
პეპლებს და როგორც ამბობს, რამდენჯერმე სცადა მისი დაძლევა, მაგრამ უშედეგოდ.

4. ტაირა ბენქსი – დელფინების შიში.

ვის არ უყვარს დელფინები? ისინი ხომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არსებები არიან. აჰ, მართალია – სუპერმოდელ ტაირა ბექნსს. როგორც ტაირამ პრესას გაუმხილა, ზოგჯერ კოშმარებს ნახულობს, თუ როგორ ცურავს აუზში დელფინებთან ერთად.

5. დევიდ ბექემი – ჩიტების შიში.

კიდევ ერთი საოცნებო მამაკაცი უცნაური შიშით. ცნობილ ფეხბურთელს ძალიან ეშინია ჩიტების.

6. ჯონი დეპი – ობობებისა და კლოუნების შიში.

ორივე ფობია საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში. მიუხედავად მისი უშიშარი როლებისა, ჯონი დეპს ძალიან აშინებს ობობებისა და კლოუნების დანახვა. როგორც მსახიობი კლოუნებზე ამბობს “მათი ნიღბების მიღმა თითქოს იდუმალი ბოროტება იმალება”

7. ადოლფ ჰიტლერი – კატების შიში.


ირონიულია. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მმართველს კატების ეშინოდა. ეს ფაქტი საკმაოდ ცნობილი იყო ხალხში მის სიცოცხლეშივე.

8. ბრედ პიტი – ზვიგენების შიში.

ალბათ ბავრმა ჩვენგანმა იპოვა ბრედ პიტთან საერთო, რადგან მას ზვიგენების შიში აქვს. ეს ფართოდ გავრცელებული ფობია სელაკოფობიის სახელით არის ცნობილი.

წყარო:https://www.beaumonde.ge

FB კომენტარები

კომენტარი