ცირა კობიაშვილი: LIVE-ზე დავამტკიცებ, რომ ვიზუალი არაფერ შუაშია

510
SHARE

„X ფაქტორის” მენტორის სოფო ნიჟარაძის კრიტიკას კონკურსანტი ცირა კობიაშვილი პასუხობს. როგორც კობიაშვილმა „კვირა+“-თან საუბრისას განაცხადა, ის „ლაივზე“ ყველაფერს დაამტკიცებს.
„ამდენი კომენტარისგან უკვე დავიღალე, ახლა შემდეგ ტურზე ვფიქრობ, მე ლაივზე დავამტკიცებ, რომ ვიზუალი არაფერ შუაშია და დამსახურებულად გადავედი შემდეგ ტურში“, – განაცხადა „კვირა+“-თან ცირა კობიაშვილმა.
სოფო ნიჟარაძემ მასსა და ცირა კობიაშვილს შორის დაპირისპირებაზე დღეს კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „როდესაც კონკურსანტს ჟიურის შეფასებაზე ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა“. ნიჟარაძის თქმით, თამარ ჯგუშია და თიკა ბალანჩინი ბევრად უფრო კარგი მომღერლები არიან და გული სწყდება, რომ გიორგიმ მათი პროექტიდან გაშვება გადაწყვიტა.

FB კომენტარები

კომენტარი