ცირა კობიაშვილი: სოფო ნიჟარაძის საქციელი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე!

287
SHARE

„X-ფაქტორის“ მონაწილემ ცირა კობიაშვილმა შოუს გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სოფო ნიჟარაძის მისი გამოსვლის დროს.

„ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა თამაში, როცა უსამართლოდ გლანძღავენ. ამიტომ დამეწერა სახეზე გულწრფელი ტკივილი. ჩემს ოპონენტს კი -ზიზღი, რასაც სიმღერის დროსაც ვამჩნევდი. ამ კონკურსში ყველანი მეგობრები ვართ, ვაღიარებთ ერთმანეთის სიძლიერეს, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით ამ პროექტის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ პატარა ქვეყანაში. სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე! ასევე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შეურაცხყოფით გაბედნიერდა“, – წერს ცირა.

„X-ფაქტორის“ მონაწილე ასევე მადლობას უხდის ქართველ მსმენელს და მაყურებელს. „დიდი მადლობა იმ ათასობით მხარდამჭერი გზავნილისთვის, რომელსაც ჩემი სცენაზე გამოჩენისთანავე ვიღებ. ასევე დარბაზს, რომლის ენეგიის გარეშე არაფერს აზრი არ ექნებოდა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კრიტიკას არ იღებს ან თავი შემდგარი მომღერალი ჰგონია, უბრალოდ ჩემი ცხოვრების ვერცერთ მომენტში ვერ შევხვდები მშვიდად შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას. ვერ ვმართავ ისე ემოციას, როგორც ზრდასრული ადამიანი. ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო, გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და იმედს არ გაგიცრუებთ, კვლავ ღირსეულად შეგხვდებით მათ, ვინც ისევ მელოდებით სცენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიბოროტისთვისაც. პირადად მივმართავ გიორგი გაბუნიას. მე შენში დავინახე ადამიანი და იმიტომ არ გცემ პატივს, რომ ახლა მჭირდები… შენ უდიდესი გავლენა მოახდინე ჩემზე, როგორც ადამიანზე! „X – ფაქტორით“ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ხომ ამით არ მთავრდება. მთებს გადამადგმევინებს შენი ერთგულება და ნდობა“, – წერს ცირა კობიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი