ციმბირულმა ჰასკებმა კატა „იშვილეს“ – მიუსაფარი როზის „ძაღლური“ ცხოვრება (ფოტოკოლაჟი)

90
SHARE

ციმბირული ჰასკის ჯიშის სამმა ძაღლმა ამერიკაში, კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში კატა, სახელად როზი იშვილა. ABC News -ის ცნობით, ძაღლებმა მშიერი კნუტი შარშან ქუჩაში იპოვეს და შეიფარეს.
„ჩვენმა ჰასკიმ, ლილომ ფაქტობრივად სიკვდილისგან იხსნა მიუსაფარი კნუტი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა. მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. ვაკვირდები და, მგონი, როზი ახლა თავს უკვე ძაღლად აღიქვამს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცხოველების პატრონმა. მარი დეივუდის თქმით, კატამ „მეურვეებისგან“ ყველა ის კარგი თვისება შეიძინა, რაც ძაღლებს აქვთ – მან უკვე გადალახა წყლის შიში, თავი „ღისრეულად“ უჭირავს და ძაღლებივით გაწვრთნილია.
12571395_10206766754625162_398957200_n 12583807_10206766754585161_5175788_n 12584194_10206766754545160_139973296_n

FB კომენტარები

კომენტარი