ცემენტი კანქვეშ – არალეგალურად მომუშავე პლასტიკური ქირურგის პრაქტიკა (ფოტოკოლაჟი)

97
SHARE

თანამედროვე სამყაროში გარეგნობის კულტი მძვინვარებს. ამიტომ ამ სფეროს „სპეციალისტებიც“ საკმაოდ მომრავლდა. ზოგ შემთხვევაში შედეგები საგანგაშოა.
რაჯი ნარინესინგი – „შავი პლასტიკური ქირურგიის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლია. 2006 წელს რაჯიმ პლასტიკურ ქირურგს მიმართა, რომელსაც პაციენტების კანქვეშ გასაიდუმლოებული ნაზავი შეჰყავდა. მისი შემადგენლობა ცნობილი არ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ნაზავის ძირითადი კომპონენტი ჩვეულებრივი ცემენტი იყო. ცემენტის კანქვეშ შეყვანის შემდეგ რაჯის სახე საშინლად შეეცვალა – ის შოკისმომგვრელი გახდა. ამ შემთხვევის გახმაურების შემდეგ, პროფესიონალმა ექიმებმა ქალის დახმარება გადაწყვიტეს. შედეგი გამაოგნებელი იყო. თავად რაჯიც ძალიან კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ მან კვლავ იგრძნო მამაკაცების ყურადღება, მათ რაჯი მიმზიდველადაც მიაჩნიათ. რაც შეეხება „ექიმს“, რომელმაც გაწირა რაჯი და სხვა ადამიანები, სამართალდამცავებმა ის ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოების ბრალდებით დააპატიმრეს.

1 2 3 4

FB კომენტარები

კომენტარი