“ცარიელია, დე, ყველაფერი უშენოდ” – იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის ვაჟის ემოციური “პოსტი” დედას

1182
SHARE

იტალიაში გარდაცვლილი თამარ ნეფარიძის ვაჟი, ლაშა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ მაინც ასე გადავწყიტე…
დე, შენ ხარ ის ადამიანი, ვისითაც იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველი დღე, შენ ყოველთვის ჩემი იმედი იყავი, არ ვიცი, როგორ უნდა ვისწავლო შენს გარეშე ცხოვრება, ბედნიერი 23 წელი გავატარე შენთან ერთად და ვინ იცის, რამდენი ჯოჯოხეთური წლის გატარება მომიწევს უშენოდ, მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს…
ცარიელია, დე, ყველაფერი უშენოდ, ადამიანი სიყვარული იყავი, ჩემი ციმციმა ვარსკვლავი, სულ რო გიბრწყინავდა თვალები. დღესაც ისეთივე ლამაზი იყავი, როგორც – სიცოცხლეში.
ამის დაწერის მიზანი ის იყო, რო მადლობა მინდა, გადავუხადო ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა ამ მძიმე წუთებში, უამრავი უცხო ადამიანი მიკავშირდება და მისამძიმრებს, რაც ძალიან ბევრს ნიშანავს ჩემთვის, განსაკუთრებით მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ემიგრანტებს ტრენტოში, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი დედიკოსთვის და ჩემს მეგობებს, რომლებიც ყოველ წუთს მამხნევებენ, უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ.
ხო და კიდევ, ყველას გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს დედიკოებს, ამაზე დიდი განძი ცხოვრებაში არ არსებობს, ილოცეთ დედაჩემის სულისთვის, ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდება. მადლობა ყველას”.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველი ემიგრანტი, თამარ ნეფარიძე  რამდენიმე დღის წინ იტალიაში გარდაცვლილი ნახეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
https://www.facebook.com

FB კომენტარები

კომენტარი