ჩცდ იწყება – რას ყვებიან მსახიობები (ვიდეო)

240
SHARE

ყველასათვის საყვარელი სერიალი ჩემი ცოლის დაქალები 25 სექტემბრიდან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას გავა.
​როგორც სერიალის ერთ-ერთი მსახიობი ჩიკა ამბობს, საზოგადოებას არ “დაასპოლიერებს”, თუმცა მისი თქმით, ვაკეში მიმდინარე მოვლენებს მაყურებელი მალე იხილავს.
შერიგდებიან თუ არა ზაზა და ქეთი ესეც ჯერ კიდევ მთავარ კითხვად რჩება.
​სერიალის მთავარი პერსონაჟი ნინა კი, პატარა საიდუმლოს ამხელს – “ამ სეზონზე არანაირი “პარიკი” აღარ იქნება”.

FB კომენტარები

კომენტარი