„ჩოხატაურში ოთხი ბავშვი ბოლო დღეებია ცარიელ ღორის ქონს ჭამს“ – კიდევ ერთი ოჯახის აუტანელი ყოფა

2255
SHARE

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ჩოხატაურში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მოსახლოებას მათ დასახმარელად გაერთიანებას სთხოვს.

„მთელი ყურადღებით წაიკითხეთ რა, ასეთი უბედურება იშვიათად მინახავს!!! ჩოხატაურის რაიონში, ამ რაღაცაში (ფოტო იხილეთ ქვემოთ) შვიდი ადამიანი ცხოვრობს. ოთხი ბავშვია, 6 წლის, 4-ის, 3-ის და პატარა 2 თვისაა. საჭმელს მეზობლები აძლევენ ზოგჯერ ცოტას, ბოლო დღეები ცარიელ ღორის ქონს ჭამდნენ. არ აქვთ არცერთი სკამი, მაგიდა, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ტელევიზორი და ასეთი რამე ხომ სულ სულ არა, მეზობლებმა ათხოვეს რაღაცეები. სახლში მიწაზე დადიან. გაზი ჩაჭრილი აქვთ, სოციალური შეჩერებული. სოფელში მარტო დიდი მანქანა ადის, გზა არ არის. სასწრაფოდ სჭირდებათ შველა, იქნებ ერთი ძროხა მაინც ვუყიდოთ და რამდენიმე ქათამი, რომ ბავშვებმა საჭმელი ჭამონ. მშიერ ბავშვებზე საშინელი სანახავი, არაფერი არ არის გეფიცებით. ასევე ხვალ, 9 თებერვალს, საღამოს 19:00-დან 22:00 მდე ნახალოვკაში “ქარვასლას“ წინ, ავტოსადგომზე შევაგროვებთ ყველაფერს, რის მოტანასაც შეძლებთ. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი – GE35BG0000000144817300 – აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი – GE90TB7603845061100016 -აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”. უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით Akaki Sinjikashvili“,- წერს აკა სინჯიკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

Comments

comments