ჩიტის რძე

241
SHARE

ინგრედიენტები: წყალი – 250 მლ. შაქარი – 350გრ. კვერცხის ცილა – 6 ცალი, კაკაო ან გახეხილი შოკოლადი, ფხვიერი ნამცხვრის ფირფიტა – 1 ცალი, ჟელატინის ფირფიტა – 1 ცალი.
მომზადების წესი: ჟელატინის ფირფიტას 250 მლ წყალი დავასხათ, თუ გვინდა, რომ განსაკუთრებული არომატი ჰქონდეს, ვაშლის ან ფორთოხლის ცედრის არომატიზირებული წყალი გამოვიყენოთ. ცეცხლზე დავდგათ და 350 გრ შაქარი დავუმატოთ. კვერცხის ცილა შესქელებამდე გავთქვიფოთ, ნელ-ნელა ჟელატინიანი მასა დავუმატოთ, თქვეფა არ შევაჩეროთ. მიღებული მასა ფორმებში მოვათავსოთ, ზემოდან ფხვიერი ნამცხვრის ფირფიტიდან გამოჭრილი თავსახურები დავაფაროთ და მაცივარში 4-5 საათით შევდგათ. ბოლოს ზემოდან კაკაოთი ან გახეხილი შოკოლადით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი