ჩინელი ბიზნესმენი მაიმუნის ნასროლმა ქვამ მოკლა

103
SHARE

ჩინელი ბიზნესმენი, მსხვილი სასურსათო კომპანიის Guan Sheng Yuan-ის ხელმძღვანელი, ვენ მაო იუნტაის მთაზე ტურისტული სეირნობის დროს გარდაიცვალა.
67 წლის ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა – მას თავზე ქვა დაეცა, რომელიც ზემოდან მაიმუნმა გადმოაგდო. მაო მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ტურისტული მარშრუტი ჩაიკეტა.
აღსანიშნავია, რომ იუნტაის მთა ცნობილია, როგორც ველური მაიმუნების ბინადრობის ადგილი. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიზნესმენის კომპანიას, ის 1918 წელს დაფუძნდა. კომპანიის ყველაზე ცნობილი პროდუქტია – რძიანი კანფეტი „თეთრი კურდღელი“. კანფეტების ექსპორტი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში ხორციელდება.

FB კომენტარები

კომენტარი