ჩინელი ბერების 10 მცნება, რომელიც გაიძულებთ, რომ შეიცვალოთ

67
SHARE

1. თუ გიყვარს ადამიანი, არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. შენ ვერ გაბედავ, დაურღვიო მას შინაგანი საზღვრები.

2. მოეშვი იმაზე ფიქრს, როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე მისი იქეთ გაცემა. რასაც გასცემ, დაგიბრუნდება. სხვა გზა არ არის.

3. დაიწყე ცხოვრება, მაგრამ ნუ დაიწყებ მზადებას იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მომავალში იქნება.

4. ამქვეყნად ყველა ტანჯვა იქედან მოდის, რომ შენ დაგავიწყდა – უნდა იცხოვრო და, უბრალოდ, ისეთ საქმიანობას ეწევი, რომელსაც არანაირი საერთო აქვს ცხოვრებასთან.

5. თუ გინდა, იცხოვრო, ისწავლე ერთი რამ: მიიღე ყველაფერი და, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ის არის.

6. თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, ხოლო თუ ღარიბი – ნუ მიიღებ ამას სერიოზულად.

7. დაუშვი რაც შეიძლება მეტი შეცდომა, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ: ნუ დაუშვებ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ და შენ გაიზრდები.

8. მუდამ გახსოვდეს, რომ თავისუფლება – ეს უმაღლესი ფასეულობაა და თუ სიყვარული არ გაძლევს ამ თავისუფლებას, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის.

9. ნუ ასწავლი სხვას, როგორი უნდა იყოს ის… ეცადე, თავად გახდე სრულყოფილი.

10. შენ ძალიან გიყვარს პრობლემების შექმნა… უბრალოდ, დაინახე ეს და პრობლემები უცებ გაქრება.

წყარო: galanews.ge

FB კომენტარები

კომენტარი