ჩინელი ბავშვებისთვის სახელების დარქმევით, 19 წლის გოგომ 260 ათასი ფუნტი სტერლინგი იშოვა

81
SHARE

19 წლის ბო ჯესაპმა ინგლისიდან, მთელი ქონება დააგროვა იმ გენიალური იდეიის წყალობით, რომელიც ჩინეთში ჩასვლის შემდეგ დაებადა. ბო, სულ რაღაც, 16 წლის იყო, როდესაც მამასთან ერთად ჩინეთს ესტუმრა. იქ მამის მეგობრებმა სთხოვეს, მათი შვილისთვის სახელი მოეფიქრებინა. ბოს ესმოდა, რომ ეს სერიოზული თხოვნა იყო და უარის თქმა არ შეეძლო. საქმე ისაა, რომ ჩინეთში ბევრ ოჯახს სურს, რომ მათ შვილებს მეორე სახელი ინგლისური ჰქონდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საზღვარგარეთ სწავლასა და სამუშაოს შოვნაში დაეხმარება. თუმცა, მსოფლიო ინტერნეტქსელის წვდომაზე შეზღუდვის გამო, თავად მშობლები ვერ შედიან ინგლისურენოვან საიტებზე, რათა სასურველი სახელები შეარჩიონ. ეს, ხშირად, უხერხულ სიტუაციებსაც ქმნის. „როცა სკოლაში ვსწავლობდი, ბევრ ჩინელ გოგონას ინგლისური სახელები ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უცნაური იყო; მაგალითად – პოპკორნი. მათ, ამის გამო, დასცინოდნენ. ამიტომ, ბავშვისთვის სახელის დარქმევა არამხოლოდ პატივია, არამედ – დიდი პასუხისმგებლობა”, -ამბობს ბო, რომელიც ჩინურ ენასაც ფლობს.
მისი მოგზაურობის შემდეგ, მან ასეთი მშობლების დახმარება გადაწყვიტა. გოგონამ მოიფიქრა ჩინურენოვანი საიტი, სადაც შესაძლებელია სასურველი სახელის შერჩევა სხვადასხვა დახასიათებიდან გამომდინარე. თავდაპირველად, მშობლები არჩევენ სქესს, შემდეგ – იმ თვისებებს, რომლებიც მათ სურთ, რომ ბავშვს ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, საიტი პოულობს შესაბამის სახელს. რამდენიმე წელი გავიდა და ბო ჯესაპმა უკვე 670 ათასი ჩინელი ბავშვისთვის მოახერხა სახელის დარქმევა. ამ საქმიანობამ მას 260 ათასი ფუნტი სტერლინგი მოუტანა.

FB კომენტარები

კომენტარი