ჩინეთში მოზარდებს მობილური თამაშებით გართობა შეეზღუდათ

16
SHARE

 

კომპანია Tencent -ი, რომელიც ჩინეთში თითქმის ყველა თამაშების აქტივებს ფლობს, აპირებს, გართობის ინდუსტრიაში რადიკალური ცვლილებები შეიტანოს. კერძოდ კი ცნობილი გახდა, რომ ახლა ჩინეთში მობილური თამაშების დრო შეზღუდული იქნება. განსაკუთრებით ეს ინიციატივა შეეხება მოზარდებს. მობილური ტელეფონით თამაშის დრო დღეში ერთ საათამდე შემცირდება.
ასეთი გადაწყვეტილება მობილური თამაშის Honor of Kings–ის გაზრდილი პოპულარობის ფონზე არის მიღებული. ამ თამაშის თაყვანისმცემლები ყველაზე ხშირად 12 წლამდე მოზარდები ხდებიან. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი იმდენად არიან გართულნი თამაშში, რომ უარს ამბობენ ძილზე, რათა მეტი ითამაშონ და არ ასრულებენ საშინაო დავალებებს.

Comments

comments