ჩინეთში თანამდებობის პირებს საყვარლების ყოლა აუკრძალეს

93
SHARE

5_2013082922171664924sexaul

ჩინელ ჩინოვნიკებს საყვარლების ყოლა და „არასწორი სექსუალური ურთიერთობები“ აუკრძალეს. ეს აკრძალვა კომუნისტური პარტიის ქცევის კოდექსში იქნება შეტანილი.

ასეთი საქციელი შეფასებული იქნება როგორც პარტიის წევრთა მორალური გარყვნა და ამისთვის თანამდებობის პირები დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც სი ცზინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე გახდა, მან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციასთან და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის მასშტაბური კამპანია წამოიწყო.

ფორმალურად ახალი წესები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყველა წევრზე ვრცელდება, ანუ 88 მილიონ ადამიანზე, მაგრამ ძირითადი ყურადღება არა რიგით წევრებზე, არამედ ჩინოვნიკებზეა გამახვილებული.

Office-Sex-e1358283130918

FB კომენტარები

კომენტარი