ჩინეთში გენეტიკურად მოდიფიცირებული პირველი ტყუპები დაიბადნენ

81
SHARE

ჩინეთში მეცნიერი ამტკიცებს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შექმნა. თუ ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა.
ამბავი სამეცნიერო წრეებში უკვე საკამათო საკითხი გახდა, რადგან ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა საშიშია და სამომავლოდ მრავალ რისკს შეიცავს. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება​ ეთიკური თვალსაზრისით დაუშვებელია.
ექსპერიმენტის ავტორი, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მკვლევარი ჰი ჯიანკუი ამბობს, რომ მისი მიზანი არ იყო ადამიანის გენების ისე შეცვლა, რომ თავიდან აეცილებინა გენეტიკური დაავადებები, არამედ ის ცდილობდა, შეეცვალა გენეტიკური კოდი და ის აივ ინფექციის მიმართ ბუნებრივად დაცული გაეხადა.
მეცნიერის კვლევაში კიდევ 7 წყვილი მონაწილეობდა და ერთ-ერთი მათგანი ახლა ბავშვს ელოდება. ახალდაბადებული ტყუპები ლულა და ნანი, პრაქტიკულად, ჯანმრთელები არიან, თუმცა გენეტიკოსს მაინც მკაცრი სასჯელი ელის, რადგან ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტმა გასულ წელს ადამიანის ემბრიონის გენეტიკური მოდიფიკაცია აკრძალა და ასეთ ექსპერიმენტებს “სამედიცინო ეთიკის განსაკუთრებით მიუღებელი და უხეში დარღვევა უწოდა”.

მოამზადა სოფიო რატიშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი