ჩინეთის ერთ სოფელში 160-მა წყვილმა ერთდროულად გაყრის გადაწყვეტილება მიიღო

112
SHARE

 ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთ სოფელში ერთდროულად 160-მა წყვილმა გაყრის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათი სახლების დანგრევის შემთხვევაში უფრო მეტი ოდენობის კომპენსაცია მიიღონ, – ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით სოფელი ძიანბეი დაინგრევა და მის ადგილზე ტექნოლოგიის განვითარების ცენტრი აშენდება. ხელისუფლება ადგილობრივებს 220 კვადრატული მეტრის ფართობის სახლებს დაჰპირდა. თუმცა სოფლის მცხოვრებლებმა დაადგინეს, რომ სასამართლოს მეშვეობით გაყრის შემთხვევაში მათ დამატებით 70 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს და 19 ათასი დოლარის ფულად კომპენსაციას მისცემენ.
ადგილობრი ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ასე რომ მიიღებენ თუ არა გაყრილი წყვილები გაზრდილ კომპენსაციას, ჯერჯერობით უცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი