ჩიკაგოში 14 წლის მოზარდი დააკავეს, რომელმაც 15 წლის გოგონას გაუპატიურება ფეისბუქის ეთერში გაუშვა

472
SHARE

ჩიკაგოს პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც 15 წლის გოგონა გააუპატიურა და ამის ამსახველი ვიდეო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გაუშვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. გოგონას გაუპატიურების ამსახველი ვიდეო დედამისმა აღმოაჩინა და პოლიციას მიმართა.
სააგენტო “ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, გაუპატიურებაში მოზარდს 5 მამაკაცი ეხმარებოდა. ამჟამად მათი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.
დაკავებულს უკვე წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში.

FB კომენტარები

კომენტარი