“ჩიკაგოს მეხანძრეები” ამერიკული სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

237
SHARE

“ჩიკაგოს მეხანძრეები” ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალია. ყველაზე რთული და საშიში სამუშაო, რომელიც ყოველდღიურ თავდადებას და ერთგულებას მოითხოვს. ჩიკაგოს Firehouse 51-ის განყოფილების თანამშრომლები მზად არიან, ნებისმიერ დროს, რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე და დახმარება გაუწიონ ადამიანებს. სერიალში უხვადაა ძლიერი დრამა, სასაცილო ხუმრობები, დაძაბული სიტუაციები და სექსუალური მამაკაცები.

ჯესი სპენსერი

თუ ერთხელ მაინც გინახავთ სერიალი “ექიმი ჰაუსი”, ალბათ, ქერა ექიმ რობერტ ჩეისზე აუცილებლად გაამახვილებდით ყურადღებას. ჯესი სპენსერი თქვენს გულს სერიალის პირველ სარეკლამო ჭრამდე მოიგებს, მისი ლურჯი თვალები კი წამებში მოგაჯადოებთ.

ტეილორ კინი

 ტეილორი ლედი გაგას ყოფილი საქმროა, რომლის მოხდენილი სხეულიც ჯერ კიდევ სერიალ “უსირცხვილოში” ვიხილეთ. “ჩიკაგოს მეხანძრეებში” ის კელი სევერიდის როლს თამაშობს. მართალია, მისი თავი მანქანის საბარგულივით დიდია, მაგრამ მისი მომხიბვლელობის წინაშე სრულიად უძლური დარჩებით.

ჩარლი ბერნეტი

ყველას უყვარს ბერნეტის ამბიციური ახალგაზრდა პერსონაჟი პიტერ მილსი. პირველივე სერიაში მისი მისწრაფება, რომ სპეციალურ სახანძრო შენაერთში იმსახუროს, ცალსახა ხდება, თუმცა ექსკურსიებზე მისულ ბავშვებს სახანძრო დანაყოფში გიდობას უწევს. ბერნეტი ახალბედაა ჰოლივუდშიც. მას ჯულიარდის სკოლა აქვს დამთავრებული და ეტყობა, რომ სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს.

 იური სარადოვი

წარმოშობით რუსი მსახიობი იური სარადოვის პერსონაჟი ოტისი სახანძრო მანქანის მძღოლია, რომელსაც მუდამ უჭირს მანქანის ხაზზე გაჩერება, თუმცა ის შეუდარებელი მეხანძრეა.

​მონიკა რეიმონდი

სერიალში ქალ მეხანძრესაც ნახავთ, რომელიც არანაკლებ ძლიერია მამაკაც მეხანძრეზე. მონიკა რეიმონდის პერსონაჟი გაბრიელა დოსონია, რომელმაც სახანძრო განყოფილების ექიმობით დაიწყო მაგრამ , მისი ოცნება მუდამ მეხანძრეობა იყო, ის ისრულებს ოცნებას და ასევე სასიყვარულო კავშირი აქვს განყოფილების ლეიტენანტთან .

წყარო: ambebi.ge

Comments

comments