ჩიზქეიქი

89
SHARE

0,5 ჭიქა ფქვილი
700 გრ ხაჭო
150 გრ. არაჟანი
1ჭიქა შაქარი
0,3 ჭიქა რძე
5 ც. კვერცხი
0, 5 ჭიქა ზეთი

მომზადების წესი:

ხაჭო და არაჟანი დააბლენდერეთ. კვერცხებიდან განაცალკევეთ გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ ნახევარ ჭიქა შაქართან, დაუმატეთ ½ ფქვილი, 5 კვერცხის გული და ½ ჭიქა ზეთი. მაღალ ფორმაში, დაახლოებით 5 სმ-ზე, ჩაასხით მასა. დარჩენილ მასას დაუმატეთ ხაჭო. ½ ჭიქა შაქარი, 1/3 ჭიქა რძე, ვანილი, ათქვიფეთ მიქსერით და ფრთხილად დაასხით ქვედა ფენას. შედგით ცხელ ჰაერღუმელში, 180- 200 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. ყავისფერის მიღებისთანავე გამოიღეთ და წაუსვით შაქართან არეული არაჟანი: 50 გრ. არაჟანს + 2 კოვზი შაქარი და კვლავ შედგით გამორთულ ჰაერღუმელში. ტორტზე დააწყვეთ ხილი ან კენკრა, შესაძლოა, დაკონსერვებულიც და მოასხით ჟელე – 2 ჭიქა სიროფი + 2 ს.კ ჟელატინი.

FB კომენტარები

კომენტარი