„ჩვენ რომ გვგონია, თავისით მიდის ეს ხალხი „ნიჭიერში“, თურმე თვითონ მიჰყავთ, რომ შოუ ყურებადი იყოს“

114
SHARE

ჟანა წითულაურის „ნიჭიერში“ მონაწილეობის თაობაზე, წითულაურის მეზობელი და მეგობარი მარიამ შოშიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. შოშიაშვილი „ნიჭიერის“ შემოქმედებით ჯგუფს და ჟიურის მწვავედ აკრიტიკებს.

“ნიჭიერში” გამოვიდა ერთი გოგო, ჟანა წითულაური, ჩემი მეზობელი. ამ გოგოს ყველაფერი დალაგებული ვერ აქვს. 15 თუ 16 წლის ასაკში დედა ჩააკვდა ხელებში და ფსიქოლოგიურად ცოტა ვერ არის (არ ვაყენებ შეურაცხყოფას). საერთოდ არ აპირებდა ეს გოგო “ნიჭიერში” გასვლას. მგონი, მე ჟანას ერთადერთი მეგობარი ვარ, არავისთან არ აქვს კონტაქტი. ცხოვრობს 75 წლის ბებიასთან ერთად, ჩემი ფანჯრის პირდაპირ სახლში, მშობლები გარდაეცვალა და ბებიასაც და შვილიშვილსაც ინახავს ბიძა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიშინიოვში. ამ ბიძასაც ჰყავს ცოლი და შვილები…

მოკლედ, ჟანას არც დაესიზმრებოდა “ნიჭიერში” მისვლა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ბანკში იყვნენ მისულნი გამოგზავნილი ფულის ასაღებად. ვიღაცამ დაინახა, შეატყო, რომ ვერ იყო, რადგან იცვამს “უცნაურად” და დაუწყო, მეო, ნიჭიერის უფროსი ვარო და დარწმუნებული ვარ, ნიჭიერი გოგო ხარ, ალბათ მღერი და ცეკვავო და წამოდი, “ნიჭიერში” ჩაგწერთო… ესეც გაჰყვა ბებიასთან ერთად და მთელი ზაფხული დაჰყავდათ რაღაც ჩაწერებზე.

აქეზებდნენ, ნიჭიერი ხარ, ულამაზესი ხარ, საუკეთესო ხარ… ამასაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა.. მე, რა თქმა უნდა, ვაფრთხილებდი, რომ არ გასულიყო, მაგრამ არ მიჯერებდა…

სიმღერებიც რაღაც სასწაულები შეურჩიეს; ჯერ იყო და ლელა წურწუმიაო, მერე ეს მაილი საირუსი…

ან რა ჩააცვეს, ან რა ათქმევინეს, ან რაზე შეახტუნეს?! და ეს ამაზრზენი ხალხი, ჟიური (და ყველაზე მეტად გვარამიაზე მეშლება ნერვები), უტიფრად დასცინის ამ გოგოს! ამაზრზენია უბრალოდ, გული მერევა მათზე… ჩვენ რომ გვგონია, რომ თავისით მიდის ეს ხალხი “ნიჭიერში”, თურმე თვითონ მიჰყავთ, რომ შოუ ყურებადი იყოს! ეს ჟანასთვის ხომ უფრო დიდი სტრესია?! ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ, რომ ყველამ ნახოს და იცოდეს, თუ რა ამაზრზენი, ყალბი და უჯიშო ხალხი მუშაობს “რუსთავი 2”-ში….

მე ნამდვილად გამეცინებოდა “ჟანას ნომერზე”, რომ არ მცოდნოდა, ვინ არის, და რისი გამკეთებელიცაა!“,- წერს მარიამ შოშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჟანა წითელაურის “ნიჭიერის“ სცენაზე გამოსვლას ჟიურისგან ურაყოფითი შეფასება მოჰყვა. მან ჟიურის ხუთივე წევრისგან “არა“ დაიმსახურა.

iu

FB კომენტარები

კომენტარი