“ჩვენს ცხოვრებაში გარდაუვალია სიკვდილი და სიბერე, მაგრამ წონა არის ის, რაც მუდმივად შეგიძლია აკონტროლო”

561
SHARE
მაგიდაზე შემწვარი კამბალა და შპინატი ეწყო – ეს საკვები ახშობდა შიმშილის გრძნობას, მაგრამ არ იძლეოდა გასუქების საშუალებას, – სომერსეტ მოემი, „თეატრი“.

 ბევრი მსახიობის ინტერვიუ მოწმობს იმას, რომ ნახევარი ცხოვრება შიმშილობენ…

თეატრისა და კინოს მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ინტერვიუს დროს კაფეში ვისხედით. მაკა შოკოლადის სუფლეს ნამცხვარს ნამცეცებს აგლეჯდა და არც შეჭამა ბოლომდე… არადა, მეგონა, რომ წონაში, უბრალოდ, არ იმატებს!

ღამე ამას არ შევჭამდი, – უპასუხა ჩემს მზერას, – ვაკონტროლებ კვებას, მაგრამ მთავარი მაინც გენეტიკაა. ნაკლები პური, ხაჭაპური,ხორცი საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

 ამიტომაც გამოიყურება მშვენივრად…

ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები გარდაუვალია: სიკვდილი, სიბერემაგრამ,წონა არის ის, რაც ყველა ასაკში შეგიძლია აკონტროლო. არ უნდა მისცესქალმა, მამაკაცმა თავს იმის უფლება, რომ გასუქდეს. მე თუ კარგადგამოვიყურები და რეალურზე ნაკლებ ასაკს მაძლევენ, ეს წონისდამსახურებაა.

მისთვის თეთრეული უდიდესი კომფორტია.

– შეიძლება გარედან სპორტულად მეცვას – ჯინსი, მაისური, მაგრამ შიგნიდან გაცილებით დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩაცმას. არ მენანება, გადავიხადო ძვირი და მეცვას კარგი თეთრეული, რაც, პირველ რიგში, მე მომწონს. მამაკაცებსაც მოსწონთ, როდესაც ქალს კარგი თეთრული აცვია.  ვფიქრობ, რომ ლამაზი თეთრეული თვითდაჯერებას უმძაფრებს ქალს.

სძულს ტანგა და ბიუსტჰალტერი: პირველი იმიტომ, რომ მისთვის არაკომფორტულია, მეორე კი იმიტომ, რომ არ აქვს დიდი მკერდი და არც „გუბკიანი“ ბიუსჰალტერის ჩაცმის მომხრეა – რაც ხარ, ის უნდა იყოო. უყვარს აჟურული და აბრეშუმის მატერია. როდესაც აცვია, რომელიმე დეტალს აუცილებლად აჩენს, იმიტომ, რომ სექსის “ნაფლეთობაა”-ო, ამბობს…

უთეთრეულოდ ყოფნა არ მოსწონს, შიშველს მაშინაც კი არ სძინავს, როდესაც ძალიან ცხელა..

ქალი სექსუალური უნდა იყოს აუცილებლად და ყველგან, მაგრამ არა – გადამეტებულად. სექსუალური ან ხარ, ან არ ხარ. სექსი უნდა იყოს შინაგანი.

მამაკაცებს მოსწონთ სექსუალური ქალები, მაგრამ არა ზედმეტად გამაღიზიანებლად, უნიჭოდ სექსუალური. შეიძლება ქალიაბსოლუტურად ბუნებრივად, არა გამომწვევად იქცეოდეს, მაგრამ ძალიან სექსუალური იყოს.

მიიჩნევს, რომ იყო სექსუალურობაა სილამაზე, შარმი, ქარიზმა და ეს ყველაფერი პროფესიულ საქმიანობაში გვეხმარება.

როდესაც ხარ ჭკვიანი, პროფესიონალი და სექსუალური, სასურველი ხარ ყველასთვის. თუმცა იშვიათი გამონაკლისია, როდესაცქალი სექსუალურიც არის და ჭკვიანია..

მაკა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟით არ სარგებლობს – მხოლოდ ოდნავ რუჯით და წითელი ტუჩსაცხით.

– როდესაც ვიპრანჭები და მაკიაჟს მიკეთებენ, უფრო მეტი ეფექტი აქვს ხოლმე. მომწონს ოვაციები: „ვაიმე რა ლამაზი ხარ“…  როცა სულ გაპრანჭული დადიხარ, ოვაციებიც ნაკლებია.

მითხრეს, რომ მაკამ მკერდი გაიკეთა და ამის შესახებ ფოტოსესისის დროს ვკითხე:

– სად, აბა? – დამიბრუნა კითხვა.

სამჯერ იყო ჩამოტანილი ჩემი ძუძუები, რომელსაც დღეს სხვა ხმარობს... სამი შემოთავაზება მქონდა სამი კლინიკისგან. სულვაპირებ კი, გავიკეთებ და ბოლო წუთს უარს ვამბობ. ჩემს მეგობარს ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ და ვფიქრობ, რომ ჩარევითჩემში რაღაც დაირღვევა ისე, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: საოცარი სურვილი მაქვს, გავიდიდო მკერდი 45 წლის ასაკში აი მაშინ,წავისმევ წითელ ტუჩსაცხს და სასწაულ ფოტოებს გადავიღებ თქვენი რუბრიკისთვის, – მეუბნება სიცილით.

ვითომ, იხუმრა?

ისე, რატომ არ უნდა გაიკეთო, რაც მოგწონს???

წყარო:funtime.ge

FB კომენტარები

კომენტარი