„ჩვენი ძუძუები ტელეკომპანიას დიდი თანხა დაუჯდა“ – მარინა და ზოია

511
SHARE

თათია სულუაშვილი “კომედი შოუში” რომ მივიდა, ის ჯგუფში ერთადერთ გოგოს, თამუნა ლეკვეიშვილს მიაბარეს. 8 წლიანმა გვერდიგვერდ მუშაობამ ისინი საუკეთესო მეგობრებად აქცია. როცა ერთად არიან, ახალ-ახალი იდეებიც ჩნდება. ერთ-ერთი მორიგი შეკრებისას, ჭორაობა-ჭორაობაში, მარინასა და ზოიას დუეტიც დაიბადა. მალე კი ამ სკეტჩმა ინტერნეტსივრცეში რეკორდულად ბევრი ნახვა დააგროვა. თამუნამ და თათიამ ამ პერსონაჟების თვისებები, გარეგნობა რეალური ადამიანებისგან აიღეს და კრებითი სახე შექმნეს. როგორც თავად ამბობენ, ასეთ ქალებს ხშირად შეხვედრიან და მათი ხასიათი ზუსტად აქვთ დაჭერილი. თათია და თამუნა ჟურნალმა “სარკემ” ჩაწერა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

თათია: სანამ ამ პერსონაჟებს შევქმნიდით, ასეთი სიზმარი ვნახე: ცა მოიღრუბლა და რაღაც ქვევით დაეშვა, რომელიც ანათებდა. ეტყობოდა, რომ დიდი მასა იყო, როცა მივუახლოვდი, 200 კილომდე სულიერი, გამჭვირვალე, მოძრავი რაღაც იყო…

თამუნა: მეც იქ ვიყავი და ეს ყველაფერი ვიცი.

თათია: თამუნა, ეს რა არის-მეთქი, ვკითხე და ეს ის არის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთო, მიპასუხა. აი, აქედან წამოვიდა იდეა.

თამუნა: ის 200 კილო ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.

თათიაეს სიზმარი იმის მანიშნებელი იყო, რომ უნდა განგვესახიერებინა დიდი ქალები, რომლებიც ჰაერს აპობენ.

თამუნა: აი, მოდის და მოაქვსო, რომ ამბობენ, ასეთი ქალების განსახიერება იმ გამჭვირვალე მასამ შთაგვაგონა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, სინამდვილეში კი გოგოებმა კოორდინატორის ოთახში პატარა თავყრილობა მოვაწყვეთ, კომპიუტერთან ვისხედით და ვჭორაობდით. ვიფიქრეთ, რაღაც დუეტი გაგვეკეთებინა, რომელიც მხიარულ სიმღერებს შეასრულებდა, ოღონდ მთლად ფანოღურსაც – არა და ასეც გამოვიდა. სახელებიც იქვე მოვიფიქრეთ. მე მარინა ვარ, თათია – ზოია.

თათიაშორენა მინდოდა მრქმეოდა, მაგრამ ასე გადაწყდა.

თამუნამარინა და ზოია უფრო უხდება ერთმანეთს, ვიდრე მარინა და შორენა. ჩვენს პირველივე სიმღერას კარგი რეაქცია მოჰყვა. უახლოეს მომავალში ერთ ცნობილ მომღერალთან იგეგმება დუეტის ჩაწერა, თუ ვისთან, ამას სურპრიზად დავტოვებთ.

ზოიას და მარინას კონკრეტული სახეები როგორ

შეიქმნა, ვინმე რაალურ პიროვნებებს ბაძავთ?

თათია: უამრავი ასეთ ადამიანს ვიცნობთ. კონკრეტულიც გვყავს, მაგრამ ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რადგან შეიძლება იმ ადამიანს ეწყინოს. საკუთარ თავში ჩაიხედოს და აუცილებლად ამოიცნობს.
წესით, ასეთ ქალებს მკერდის ღართან ცხვირსახოცი უნდა ედოთ, ძირითადად ზაფხულში. როგორც კი კაბებს გამოვცვლით და ცოტა დაცხება, ცხვირსახოცს ჩვენც წავაშველებთ.
ამ ძუძუების გაკეთება ტელეკომპანიას ძალიან დიდი თანხა დაუჯდა. უბრალო არ არის, ხელით ნამუშევარია და, როგორც მოგეხსენებათ, ხელით ნაკეთობა ყოველთვის ძვირად ფასობს.

წყარო: სარკე 

FB კომენტარები

კომენტარი