„ჩვენი საზოგადოება არის ნიჰილიზმში, აბსოლუტურად ინერტულია” – ვიდეო

116
SHARE

დავით ხოსიტაშვილი, მუსიკოსი, რომელმაც დიდი და ძნელი გზა განვლო საყვარელი საქმისთვის. მაგრამ მხოლოდ საყვარელი საქმის კეთება არაფრის მომცემია, თუ იმ საზოგადოებაზე არ იფიქრე, სადაც არსებობა გიწევს. ბედნი, შუქი მოვიდა, მღეროდა ხაჭაპურზე, „ჟიგულზე“, უშუქობაზე… დღეს შუქი მხოლოდ ფეისბუქისთვისაა საჭირო, ხაჭაპური ყველგამოცლილია, „ჟიგულის“ ნაცვლად, „ჯიპებს“ ვეღარ ავუდივართ. თუმცა არც ფეისბუქი გვაწუხებს, არც ყველგამოცლილობა და არც „ჯიპები“.
12243983_625587280915045_1187681232_n
მუსიკის აღმოჩენა…

მუსიკასთან ჩემი შეხება 5 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც ბიძაჩემმა გიტარაზე შემიყვანა. შესაბამისად, ჩემი მუსიკალური გემოვნების ფორმირება დაიწყო, არა ჩემი ნებით, არამედ თავს მოხვეულით, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. კლასიკურ მუსიკას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მასმენინებდნენ. ბიძაჩემს, რომელიც ასევე გიტარისტია, სახლში ძველი „ბაბინიკი“ ჰქონდა და უსმენდა „ბითლზს“, „როლინგ სტოუნს“, „ფარფლებს“, „ზეპელინებს“. მასთან მოსმენილი მუსიკაც, ბუნებრივია, თავის კვალს ტოვებდა.
მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი პედაგოგად. ერთი პერიოდი სრულიად მოვწყდი კლასიკურ მუსიკას და გადავერთე ელექტროგიტარაზე. ბიძაჩემმა ელექტროგიტარა მაჩუქა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი ურთიერთობა ანდერგრაუნდთან. იმდროინდელი მუსიკოსებისთვის ეს ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო და განსაკუთრებული გამბედაობა არ სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, გრძელ თმას, ჩაცმულობას, ეს ამ ყველაფრის თანამდევი გახლდათ. სულ მუსიკოსებთან და მხატვრებთან მიწევდა ურთიერთობა და უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს. უბანშიც მიცნობდნენ… მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მოძველბიჭო ტიპი არ ვყოფილვარ, რაც მოსწონდათ, იმის დაკვრასაც არ ვერიდებოდი და ვასწავლიდი, ვისაც გიტარისადმი ინტერესი უჩნდებოდა. ზემოდან არასდროს არ ვუყურებდი: „იცი რა, ძმაო, მე კლასიკას ვუკრავ და შენთან საქმე არ მექნება“, პირიქით, ყველასთან დემოკრატიული ვიყავი და, მუსიკიდან გამომდინარეც, პაციფისტური მეჭირა ხოლმე.

ხელოვანის გზა და ფული…

ვიცნობ ძალიან ბევრ მუსიკოსს, რომლებსაც საერთოდ არ ადარდებდათ, რა ექნებოდათ ცხოვრებაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა ის მომენტი, როდესაც ელემენტარულად შეყვარებული შეიძლებოდა ჰყოლოდათ და ფული დასჭირვებოდათ. იმ დროს მუსიკით ფულის შოვნაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. შესაბამისად, მეც ვფიქრობდი ასეთ რამეებზე და, აქედან გამომდინარე, ჩავაბარე არა კონსერვატორიაში, როგორც ყველა ფიქრობდა, არამედ უცხო ენებზე. ვიფიქრე, რომ მეორე სპეციალობა გამომადგებოდა. დაკარგულ დროდ ნამდვილად არ მივიჩნევ, მაგრამ იდეალური გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუ მუსიკოსი ხარ, ყოველთვის შეიძლება იმ გზის მონახავა, რომელიც შენი მუსიკით გაარსებებს. თუ მოწოდებით ხელოვანი ხარ, რაც არ უნდა სხვა პროფესიას მიჰყო ხელი და დაიწყო ბიზნესმენობა ან ექიმობა, შენი სულიერი მოთხოვნილება მთელი ცხოვრება დანაკლისის სახით გაგყვება. ადრე თუ გვიან მაინც იმას გააკეთებ, რაც გსურდა. ძალიან ბევრ სხვა პროფესიის ადამიანს ვიცნობ, რომელთაც მუსიკისა და ხელოვნების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. მეც რომ უცხო ენებზე არ ჩამებარებინა და ის დრო მხოლოდ მუსიკისთვის დამეთმო, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო კარგი მუსიკოსი ვიქნებოდი.
არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ ხელოვანი ხარ, აუცილებლად საწყალი უნდა იყო და ნიკალასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ადამიანს ცოტა თუ მაინც გაეგება შოუბიზნესის, მიხვდება, რომ ხელოვნებაშიცაა შესაძლებელი ფულის შოვნა. ჩემი გიტარისა და ჩემი პროფესიის წყალობით, მანქანა ვიყიდე, რაც 90-იან წლებში წარმოუდგენელ ოცნებად თუ მეჩვენებოდა. სიმების ფული არ მქონდა და მანქანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მაგრამ თურმე ყოფილა შესაძლებელი ასეთი რაღაც. შესაბამისად, არასწორია ისეთი შეხედულება, რომ ხელოვანი აუცილებლაად ღარიბი უნდა იყოს. 12233364_625562697584170_937248932_nთუ ხარ არაკონფორმისტი, ნამდვილი როკმენი, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის და აპროტესტებს იმ ცუდ რამეებს, რაც მის გარშემო ხდება, არ უნდა ინატრო რაიმე შემოსავალი. არავინ კონცერტზე არ დაგაკვრევინებს. შესაძლოა, პატარა კლუბებში რამდენიმე კაი ტიპმა დაგიძახოს და ლუდის ფული გააკეთო. მაგრამ, ჩვენთან – ქვეყანაში მოახერხეს და ბოლომდე ჩაკლეს პროტესტის სული. მოჩვენებითი როკმენები გამოჩნდნენ, რომლებიც ქვეყანასაც აწყობდა და პრობლემას არავის უქმნიდა. პოპკულტურის კვალში ჩადგნენ და ეს რა როკია, რა ანდერგრაუნდია, მე არ მესმის.
ის ერთი-ორი კაცი, ვინც რეალურად ჯერ კიდევ შემორჩა დღევანდელობას, მაგალითად, რობი კუხიანიძე, როგორც ადრე იყო, ისევ ისეა და, შესაბამისად, ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაუძახებს და არც ისე ულხინს. თუმცა, ვფიქრობ, „ოქროს შუალედის“ პოვნა მაინც შესაძლებელია.

ქართული საზოგადოება…

ჩვენი საზოგადოება არის ნიჰილიზმში, აბსოლუტურად ინერტულია. ვიღაცამ უნდა ესროლოს, რომ ცოტათ შეფართხალდეს მაინც. იმის მაგივრად, რომ წიგნი აიღონ, წაიკითხონ, რაღაც ისწავლონ, გვერდზე მყოფზე იფიქრონ, ის მანკიერებები, რაც ჩვენს საზოგადოებაშია, გააპროტესტონ, ფეისბუქზე სასაცილო ვიდეოს ნახვასა და სიცილ-კისკისს არ ცდება ჩვენი საფიქრალი. შეიძლება ვირტუალურ სამყაროში მაქსიმუმ: „ნუ დაყრი ნაგავს“ მოიწონო.
ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
ბალტიისპირეთის ქვეყნები ავიღოთ, თითქმის იგივე მდგომარეობაში იყვნენ. რუსეთი მათი მეზობელიცაა, ხალხიც დაუხოცეს, დაუნგრიეს და ნოლიდან დაიწყეს ყველაფერი. მაგრამ ფეხზე დადგნენ და ძალიან მაგრად არიან. ეს არის, ჩემი აზრით, ადამიანის შინაგანი კულტურის, განათლების საქმე. ჩვენ ვართ გაუნათლებელი, უკულტურო, არაპუნქტუალური, უპასუხისმგებლო ერი. და თუ მართლა ასეთი ერი ვართ, პროგრესის იმედი არ უნდა გვქონდეს. ყოველთვის დაგვინგრევენ და ყოველთვის წინ დაგვხდება ჩვენი გაუნათლებლობა. თუ პროგრესი არაა, ესე იგი, რეგრესია. ვირი რომ ვირია, ის აღარ გაივლის იმ ადგილას, სადაც ერთი წლის წინ ტალახი იყო და ჩავარდა. ჩვენ – ადამიანები, მოაზროვნე არსებები ამას ვერ ვსწავლობთ და ისევ იმ ტალახში ვეფლობით.
უნდა დავაფასოთ ღირებულებები, ფასეულობები, რაც კულტურას ქმნის. დღეს საოცარი დაშორებაა ფენებს შორის და გაუცხოებულია ხალხი.
დღეს აბსოლუტურად ყველა ტელევიზია სოფლის კლუბადაა ქცეული. სადაც არაპროფესიონალიზმი და გაუნათლებლობაა. ამ ყველაფრით იკვებება საზოგადოება და ხალხი. აბა, გაუშვი შენ ყოველდღე მოცარტი, ბახი, გია დვალის ლექციები, ამით ხომ გაიზრდება საზოგადოება. რეიტინგზე რომ მიდის წუწუნი, ვინ სცადა…. ყველანაირი გადაცემა შეიძლება ისე შეფუთო, რომ რეიტინგული გახდეს. მაგრამ ზოგ-ზოგიერთებს ხელს არ აძლევთ საზოგადოების განვითარება. 12244001_625562707584169_440989937_n
კულტურის სამინისტრო, საერთოდ, რას აკეთებს, არავინ არ იცის. რა არის რთული იმაში, რომ ამხელა სამინისტროში ერთი პატარა ოთახი გამოყო, დასვა ორი ჭკვიანი კაცი, მუსიკოსებს Itunes-ის ექაუნთები შეუქმნა და სადემონსტრაციო მუსიკა ჩაუწერო, საზღვარგარეთაც რომ გაიგონ მათ შესახებ. დღეს აღარ არსებობს ქართული მუსიკა, შემოქმედება. ვის უნდა მიყიდო ეს შენი მუსიკა, თან არაკომერციული, რომ ჯიბის ფული გქონდეს და არ მოკვდე. დღეს ვისაც კი ოდნავ დაკვრა გამოუვიდა, ყველა საზღვარგარეთაა წასული. ვინც აქ დარჩა, ან ხვალ გაიქცევა ან ჯერ კიდევ სამეცადინო აქვს მუსიკაში.
ქეყნის პოლიტიკა ხელოვნების წინააღმდეგაა მიმართული, იმიტომ რომ ხელოვან ხალხს არაფერში არ ეხმარებიან.
ინტერვიუ რესპოდენტის დაბადების დღეს დაემთხვა…
დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა. რიჩარდ ბახის, „გაქცევა უსაფრთხოებისგან“-ს თუ გავიხსენებთ, იქაა საუბარი დაბადების დღეებზე. არ არის საჭირო რომელიმე კონკრეტული დღე განსაკუთრებული გახადრო და ციფრებით შეუზღუდო. კარგია სხვა დღეებიც ისევე განსაკუთრებულად აღიქვა როგორადაც დაბადების დღე გვეჩვენება ხოლმე.

ლექსო  მიგრიაული 

FB კომენტარები

კომენტარი