“ჩვენთან ერთჯერადი კოვზები უფლის შეურაცხყოფაა” – გიგა მაქარაშვილი ზიარების შესახებ

578
SHARE

ჩვენთან ერთჯერადი კოვზები, უფლის შეურაცხყოფაა და კვირაობით ერთი კოვზიდან უნდა დავლიოთ ღვინოო,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მსოფლიო ალაპარაკდა კარს მომდგარი ოლიმპიადის ჩაშლაზე!
ჩაშლის პირასაა ევროპის ჩემპიონატი!
იტალიაში საფეხბურთო მატჩები ჯერ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი საერთოდ გადაიდო!
ინგლისში ყველა სახის სპორტულ ღონისძიებას აჩერებენ.
ხომ ყველამ იცით რატომ?
ჩვენთან კიდევ, ერთჯერადი კოვზები, უფლის შეურაცხყოფაა და კვირაობით ერთი კოვზიდან უნდა დავლიოთ ღვინოო
საერთოდ არ მშურს თქვენი, პირბადეების ძებნაში რომ ქვეყანა ააწრიალეთ და ახლა მამაოს ხათრს ვერ უტეხავთ
ჰო, და კიდევ, არც არავინ ელოდება ამ პოსტის პოპულარობას, ემანდ მამაოებმა არ იპოვონ თქვენი აქტივობა ანტიმართლმადებილურ პოსტზე!
უფალმა დაგლოცოთ”,- წერს მაქარაშვილი.

 

FB კომენტარები

კომენტარი