ჩეჩნეთში ქალი მძღოლებით, ქალებისთვის სპეციალური ტაქსები იმოძრავებენ

44
SHARE

ჩეჩნეთში გეგმავენ აამოქმედონ სპეციალური ტაქსები ქალებისთვის, რომელთა მძღოლებიც ასევე ქალები იქნებიან. ამის შესახებ ერთ-ერთ საინვესტიციო ფონდზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.
როგორც ცნობილია, რელიგიური ნორმების გათვალისწინებით, ჩეჩნეთში ქალებს არ აქვთ უფლება, უცხო მამაკაცებთან ერთად ერთ ტრანსპორტში იმყოფებოდნენ, ამიტომ ეს პროექტი პერსპექტიულად ითვლება.
„ქალების ტაქსი“ ძალიან მიმზიდველი ინიციატივაა რელიგიის და ტრადიციების ნორმების გამო”, – ამბობენ ფონდში.
ბუნებრივია, ამ ტაქსების მძღოლები მხოლოდ ქალბატონები იქნებიან

FB კომენტარები

კომენტარი