ჩერგოლეიშვილი პატრიარქის განცხადებაზე: შვილების აღზრდას ფული უნდა, ძვირფასო უნეტარესო

192
SHARE

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის მიერ საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა.

“მე ვეთანხმები პატრიარქს, რომ ახალ სიცოცხლეს თუ ქმნი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო – მთავარი ჩემთვისაც ჩემი შვილების აღზრდაა ისე, რომ მათ, სულ მცირე, იგივე შეძლონ თავიანთი შვილებისთვის.

მაგრამ ამას ფული უნდა, ძვირფასო უნეტარესო – მე კი, თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის. უნდა გამოვიმუშაო.

და გამოვიმუშავებდი კიდეც – ორ კვირაზე მეტი არცერთი შვილის გაჩენის შემდეგ არ დამისვენია.

საქმე გამიფუჭდებოდა, იმდენი ფული აღარ მექნებოდა და შვილებს ისე კარგად ვეღარ გავზრდიდი, პატრიარქო – კარგს ვერ შეჭამდნენ, ვერ ჩაიცვამდნენ, კარგ განათლებას ვერ მიიღებდნენ.

დიახ – თქვენ წარმოიდგინეთ, შრომა მიწევდა და მიწევს, უწმინდესო და უნეტარესო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა თქვა, რომ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა.

FB კომენტარები

კომენტარი