„ჩემო ცისფერთვალებავ შენი სილამაზით ვგიჟდებოდით ყველა“ – ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეს დღეს დაკრძალავენ

281
SHARE

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მძიმე სენით გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს, მას დღეს დაკრძალავენ.

ნინოს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ.

“ჩემო დახატულო და კისკისა გოგოო, ჩემო ცისფერთვალებავ შენი სილამაზით ვგიჟდებოდით ყველა, დაიფარე ზევიდან შენი და ჩვენი ლუკა. შენ კიდე მოისვენე და უფალს ებარებოდე”

„როგორ მენანები ჩემო ლამაზო ნინიკო… არ მინდა დაჯერება, ჩემდაუნებურად გავურბივარ ამ დაუჯერებელ რეალობას… არც ლევანის არარსებობა დამიჯერებია და ვერც შენსას ვერ ვიჯერებ…

ღმერთს ვთხოვ გამძლეობა მისცეს შენს მშობლებს და პატარა ლუკიტოს ბედნიერი მომავალი…

მიყვარხარ, ჩემი ბავშვობის ლამაზი ნაწილი ხარ” – წერენ ნინის მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ ნინი თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

FB კომენტარები

კომენტარი