“ჩემმა 2 წლის შვილმა მე და თავისი და გადაგვარჩინა, მე კი მისი დახმარება ვერ შევძელი…”

214
SHARE

საცხოვრებელ ბინაში გამათბობლის აფეთქების შემდეგ, 5 წლის დემეტრიუსმა თავისი დედისა და დის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც გარდაცვლილის დედა, 26 წლის უიტნი ჯონსონი იმ საბედისწერო ღამეს იხსენებს, დემეტრიუსმა მისი გაღვიძება მოახერხა, თუმცა თვითონ, შეშინებული, თავის ოთახში გაიქცა. მისივე თქმით, ის არჩევანის წინაშე დადგა, რომელი შვილი გადაერჩინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კვამლში დემეტრიუსის მოძებნა შეუძლებელი გახდა, უიტნიმ გადაწყვეტილება მიიღო, 5 კვირის პატარასთან ერთად, სახლიდან გასულიყო. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დემეტრიუსი საკუთარ ლოგინზე კვამლისგან გაგუდულიყო.

უბედური შემთხვევა, კვამლის დეტექტორის გაუმართაობამ გამოიწვია, რომელიც აფეთქების შემდეგ არ ამუშავდა. შემთხვევა ამერიკის ერთ-ერთ შტატში მოხდა.

Comments

comments