„ჩემი ხატება გულის საიდუმლო კუნჭულში შეინახე და სევდის წუთებში შეიხედე იქ “- რას წერდა ჟორჟ სანდი, შეყვარებულს

265
SHARE

ჟორჟ სანდი (1804-1870) 1831 წელს გაშორდა თავის პირველ ქმარს ბატონ დიუდევანს. 1833 წელს პოეტ მიუსეს შეხვდა. შეყვარებულებმა იტალიაში იმოგზაურეს,სადაც მათ შორის გულგრილობამ დაისადგურა. ჟორჟ სანდი დოქტორმა პაგელომ გაიტაცა , რომელიც მიუსეს ციებ – ცხელებისგან კურნავდა. შემდეგ ისევ მიუსეს შეურიგდა, მაგრამ ცოტა ხნით. მათი მგზნებარე რომანი აისახა ჟორჟ სანდის ნაწარმოებში „ქალი და კაცი“. „ ჩემო ძვირფასო ეს გრძნობა ძალიან მშვენიერი, ძალიან სუფთა და ნაზია იმისთვის რომ ოდესმე მოვინდომო მისი დაკარგვა. შენ დარწმუნებული ხარ რომ არასდროს დაკარგავ მას. განა ახალი სიყვარული ამას არ მოგთხოვს? ჩემი ხატება შენი გულის საიდუმლო კუნჭულში შეინახე და სევდის წუთებში შეიხედე იქ,რათა ნუგეში და გამხნევება ჰპოვო. სამყაროში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ არსებობს- სიყვარული. შეიძლება ეს ღვთიური უნარი იყოს,დაკარგული და კვლავ მოპოვებული, რომელიც უნდა დარგო და ახარო, ან სასტიკი ტანჯვისა და გამოცდის ფასად იყიდო. სიცოცხლეში პირველად ვნების გარეშე მიყვარს. მიწაზე ვგორავ ჩემს დამსხვრეულ სიყვარულთან ერთად და ძალა არ შემწევს რომ წამოვდგე, რომ დავმარხო იგი ან ისევ სიცოცხლისკენ მოვუწოდო. მშვიდობით, მშვიდობით…. არ მინდა მიგატოვო და არ მინდა ისევ მოგიპოვო. არაფერი არ მინდა, არაფერი. მთლიანად განადგურებული ვარ. მინდა მიწას ჩავეხვიო და ვიტირო. მე აღარ მიყვარხარ და სამარადისოდ გაღმერთებ. მე შენ აღარ მინდიხარ-მაგრამ არ შემიძლია უშენოდ გავძლო. მგონია ერთადერთს, ზეციურ ელვას შეუძლია მომარჩინოს, გამანადგუროს. მშვიდობით…დარჩი…. არა, გაემგზავრე, მაგრამ არ თქვა რომ მე არ ვიტანჯები. მხოლოდ ამას შეუძლია კიდევ მეტად დამტანჯოს. ჩემო სიყვარულო, ჩემო გულო, ჩემო სისხლო, წადი, მაგრამ წასვლისას მომკალი“.

FB კომენტარები

კომენტარი