“ჩემი ცოლის მკვლელი არ მძულს, მე მისთვის ვლოცულობ”, – ზელანდიაში ტერაქტისას გადარჩენილი მამაკაცი (ვიდეო)

325
SHARE

ფარიდ აჰმედი ახალ ზელანდიაში მეჩეთზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი გადარჩენილია. სამწუხაროდ, ტერაქტის დროს, მისი მეუღლე, 44 წლის ქალი დაიღუპა. ჰოსნე იმ დროს ემსხვერპლა ტერორისტების ტყვიას, როდესაც ეტლსმიჯაჭვული მეუღლის გადასარჩენად მირბოდა. ფარიდ აჰმედი ამბობს, რომ მისი ცოლის მკვლელს აპატია და მისთვის ლოცულობს კიდეც.
“ჩემი მეუღლე დავკარგე, მაგრამ მკვლელი, როგორც პიროვნება, არ მძულს. რა თქმა უნდა, მე მას ვერ ვამართლებ იმაში, რაც ჩაიდინა. შესაძლოა, ოდესღაც მას გული ეტკინა და ამ ტკილისის პოზიტიურად გარდაქმნა ვერ შეძლო. ამიტომ იქცევა ასე ცუდად. ადამიანებს, ვინც ტერორისტულ, აქტებს სჩადიან, სურთ, რომ მათი ეშინოდეთ; სურთ, რომ ადამიანებს შორის შუღლი დათესონ. მათ იმედი აქვთ, რომ თუკი მუსლიმებში ამოიღებენ მიზანში, მუსლიმები შურისძიებას დაიწყებენ. ჩვენ მუსლიმი ლიდერები ვამბობთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, თქვენი სასტიკი თავდასხმებით შეაშინოთ ადამიანები და სიძულვილი დათესოთ. მე მკვლელის მიმართ არ ვგრძნობ სიბრაზეს. მე მას ვაპატიებ და ვლოცულობ, რომ უფალმა ის სწორ გზაზე დააყენოს და ერთ დღეს გადაარჩინოს”, – ამბობს ფარიდ აჰმედი.
15 მარტს, ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე ტერორისტულ აქტი გახორციელდა. თავდასხმისას 50-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის ბავშვი იყო.

FB კომენტარები

კომენტარი