“ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2-ზე” აღარ გავა – სად შეძლებს მაყურებელი სერიალის ყურებას

546
SHARE

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2-ზე” აღარ გავა. ამის შესახებ “ფორმულა კრეატივში” განაცხადეს. მათი თქმით, “რუსთავი 2-ზე” სერიალი მხოლოდ სეზონის ბოლომდე იქნება.

“ჩემი ცოლის დაქალები” “ფორმულა კრეატივის” შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც “რუსთავი 2-ზე” 2011 წლიდან გადის.

მათივე ცნობით, “რუსთავი 2-ზე”, ასევე, აღარ გავა გადაცემები: “ჩემი სამზარეულოს წესები” და “მთავარი ექიმი”.

“ფორმულა კრეატივმა” ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.

წყარო: ონ.ჯი

FB კომენტარები

კომენტარი