“ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი: “რუსთავი 2” – ხელს მიშლით! – რა უპასუხა გვარამიამ დევდარიანს

360
SHARE

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეზოში გამართულ კონცერტს ეხმაურება და წერს, რომ კონცერტი და ხმაური მას წერაში ხელს უშლის.

„რ2 – ვწერ და ხელს მიშლით. რაღაც როკები შემომდის ფანჯრიდან და ვერ გადავაჭარბე ჩემი ნაუშნიკებით”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი.

ქეთი დევდარიანის პოსტს ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც კონცერტს ესწრებოდა, ერთი სიტყვით გამოეხმაურა – „დაგვაყადაღე!“ სცენარისტის პოსტს გამოეხმაურა ექსპერტი და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ელენე ხოშტარიაც.

„მე ფიზიკურად დაგიცავ შენ ქეთი“, – წერს სოციალურ ქსელში ხოშტარია.

“რუსთავი 2”-ის შენობასთან დღეს აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, ტელე-პროექტების „ნიჭიერისა“ და Х-ფაქტორის“ მონაწილეები ღებულობდნენ. პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სცენიდან გამოეხმაურნენ. კონცერტზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ნიკა გვარამიამაც.

FB კომენტარები

კომენტარი